onlain sesxebi - ყველა

ფაქტები ფინანსებსა და ბანკებზე

ფაქტები ფინანსებსა და ბანკებზე


სიტყვა "ბანკი" იტალიურიდან სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც მაგიდა. Banco - ეს შუა საუკუნეებში იყო დახლი ან მაგიდა, სადაც ფულს ცვლიდნენ.

გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით ყველაზე "ფულიანი" ძარცვა მსოფლიოში რაიხსბანკში მოხდა. 1945 წელს გერმანიის დამარცხების შემდეგ იქ გერმანიის ოქროს მარაგის უდიდესი ნაწილი ინახებოდა, იქ იყო ასევე სხვადასხვა ძვირფასეულობა. 1984 წლის დოლარის კურსის მიხედვით იქიდან წამოღებული ნადავლის ფასი 3,34 მილიარდი დოლარი იყო.

ზიმბაბვეური 10 მილიონი დოლარი დაახლოებით ერთ აშშ დოლარს უდრის.

ნომინალით ყველაზე დიდი მონეტა 1 მილიონი კანადური დოლარია. მონეტა 2007 წელს დაამზადეს კანადაში. სულ რაღაც 3 ცალი.

საუდის არაბეთის დედაქალაქში, ერ-რიადში, მოქმედებს სპეციალური ბანკი ქალებისთვის. აქ ყველა თანამშრომელი და კლიენტი ქალია. ეს მუსლიმური ქვეყნის მშვენიერ ნაწილს ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის საშუალებას აძლევს, ისლამის კანონების დაურღვევლად.

დღეს მსოფლიოში ორ მილიონზე მეტი ბანკომატია დამონტაჟებული. პირველად იგი 1967 წელს დიდ ბრიტანეთში დაიდგა. თუმცა იგი არა პლასტიკური ბარათით, არამედ სპეციალური ვაუჩერით მუშაობდა. მათ ბანკებში წინასწარ იღებდნენ.

წყარო: http://worldluxrealty.com