onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები გადასახადებზე

საინტერესო ფაქტები გადასახადებზე


ბენჟამინ ფრანკლინმა თქვა, რომ სიცოცხლეში ორი რამაა გარდაუვალი - სიკვდილი და გადასახადები.

1698 წელს რუსეთის იმპერატორმა პეტრე I-მა შემოიტანა გადასახადი წვერის ტარებაზე. ამ გადასახადის ყოველი გადამხდელი იღებდა მედალიონს წარწერით "ფული გადახდილია". წვერის უფასოდ ტარება შეეძლოთ მხოლოდ გლეხებს ისიც თავიანთ სოფლებში და მღვდლებს.

XVIII საუკუნეში ყველა გერმანელი ადამიანი იხდიდა გადასახადს ბეღურასთვის. ყოველი სახლის მფლობელს უნდა მოეკლა 12 ბეღურა, რისთვისაც 6 კროიცერს იღებდა. არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში თავად იხდიდა 12 კროიცერს.

საკმაოდ ძვირი უჯდებათ მშვიდობიანი წელი გვინეის რესპუბლიკის მოქალაქეებს. ყოველი წლის ბოლოს, რომელიც უომრად ჩაივლის, მოქალაქეებმა 700 ბელგიური ფრანკი უნდა გადაიხადონ.

XVII საუკუნეში უცნაური გადასახადი დაწესდა ინგლისში. ქალაქის ყოველ მაცხოვრებელს თავის მორთულობის სატარებლად წელიწადში 2 ფუნტი უნდა გადაეხადა, სოფლის მაცხოვრებელს კი - 5 შილინგი.

1980 წლიდან შვეიცარიულ ქალაქებში, ჟენევასა და ციურიხში, ხმაურის გადასახადს იხდიან თვითმფრინავებიც.

ეგვიპტეში დამატებით გადასახადს იხდიან მუცლის ცეკვის შემსრულებლები, რადგან ეს ქვეყანაში სიდიდით მეხუთე შემოსავლის წყაროა. მეტი შემოსავალი მოაქვს სუეცის არხს, ტურიზმს, ნავთობისა და ბამბის ექსპორტს.

წყარო: i-fakt.ru