onlain sesxebi - ყველა

ოქრო ვერცხლისწყლისგან - ლეგენდა თუ ნამდვილი ამბავი?

ოქრო ვერცხლისწყლისგან - ლეგენდა თუ ნამდვილი ამბავი?

პარიზელი წიგნების გადამწერის, ნიკოლა ფლამელის, ისტორია დღემდე დიდ საიდუმლოდ რჩება. არსებობს ლეგენდა იმაზე, რომ ამ ადამიანმა ჯერ კიდევ მე-14 საუკუნეში ამოხსნა საიდუმლო, რომელიც ასწლეულებია ხალხის გონებას მოსვენებას არ აძლევს - ოქროს ხელოვნურად დამზადების საშუალება.

ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ ფლამელს ხელში ჩაუვარდა ძველი ხელნაწერი გაურკვეველი ნიშნებითა და სიმბოლოებით ზედ. გადამწერი 20 წელი ცდილობდა ტექსტის გაშიფრვას, წარუმატებლად. ვერც ერთმა ძველი ენების მცოდნემ ვერ შეძლო მისი დახმარება.
ფლამელი საფრანგეთის საზღვრებსაც გასცდა.

ნიკოლა ფლამელი ესპანეთში ორი წელი ეძებდა საჭირო ადამიანს და იღბალმაც გაუღიმა. მან იპოვა რაბინი, რომელმაც ძველებრაული ენა იცოდა. გადამწერმა არ გარისკა და ხელნაწერი პარიზიდან არ წამოუღია, რაბინს მასთან ერთად გამგზავრება მოუწია. სამწუხაროდ, იგი ორლეანის მისადგომებთან გარდაიცვალა, თუმცა გზაში მაინც მოასწრო და უამრავი სიმბოლო შეასწავლა ნიკოლა ფლამელს.

გადამწერი ტექსტის გაშიფრვას შეუდგა და მის შრომას ტყუილად ნამდვილად არ ჩაუვლია: 1382 წლის 17 იანვარს მან ვერცხლისწყლისგან ჯერ ვერცხლი მიიღო, მოგვიანებით კი წარმატებით ჩაატარა ოქროს მიღების ცდაც.

შეიძლება ეს ლეგენდაა, მაგრამ როგორ ავხსნით ფლამელის უეცარი გამდიდრების ფაქტს? 1382 წლიდან რამდნეიმე თვეში ფლამელი 30 სახლისა და დიდი მიწების მფლობელი გახდა. თავისი სახსრებით ააგო რამდენიმე ეკლესია, ობოლთა სახლები და საავადმყოფოები, დიდად ეხმარებოდა ღარიბებს.

იგი 1419 წელს გარდაიცვალა და მთელი თავისი ქონება ქველმოქმედებას დაუტოვა.

წყარო: i-fakt.ru