onlain sesxebi - ყველა

რატომაა ზღვის წყალი მარილიანი?

რატომაა ზღვის წყალი მარილიანი?

და თქვენ როგორ ფიქრობთ: რატომაა წყალი ზღვაში მარილიანი, მდინარეში კი მტკნარი? თქვენთვის ხომ ცნობილია ბუნებაში წყლის ბრუნვის შესახებ. ციდან წამოსული მთელი ნალექი მტკნარია, შემდეგ კი ყველაფერი მაინც ზღვებსა და ოკეანეებში ჩაედინება.

დიდი ხანი მიიჩნევდნენ, რომ ზღვები მარილით აავსეს მდინარეებმა, რომელთა გემოც მხოლოდ გვეჩვენება მტკნარად. სინამდვილეში კი ყოველი მდინარე მარილიანია, ოღონდ ოკეანეზე 70-ჯერ სუსტი. უბრალოდ გზაში მდინარე ჩამორეცხავს ყველანაირ მარილს ნიადაგიდან, რომელსაც გაივლის.

ოკეანეში მოხვედრისას, პლანეტის მდინარეებს ყოველწლიურად მარილის მთლიანი წილის 1/16000000 ჩააქვთ. შემდეგ წყალი ორთლდება, ისევ მტკნარი ნალექების სახით ჩამოედინება ხმელეთზე, რათა კვლავ ჩარეცხოს მარილიანი ნიადაგი ოკეანეში. რამდენიმე მილიარდი წელი დასჭირდა წყალს შესამჩნევი გემოს მოსაპოვებლად. თუმცა ამ თეორიაში რაღაც არის საეჭვო - ზღვაში ჭარბობს ქლორიდის მარილები, მდინარეებში კი კარბონატები.

თუმცა დღეს უფრო და უფრო მეტი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ზღვები და ოკეანეები ოდითგანვე იმდენ მარილს შეიცავდა, რამდენსაც დღეს, ვულკანური აქტივობის გამო. ისინი ფიქრობენ, რომ პირველადი ოკეანის წყალი იყო ვულკანური გაზების კონდენსატი, რომლის 75%-ს შეადგენდა წყალი, 15%-ს ნახშირმჟავა, დანარჩენი 10% კი იყო მეთანი, ამიაკი, გოგირდი, ქლორი, ფტორი, ბრომი და ინერტული აირები. ამოფრქვეული პროდუქტების დიდი ნაწილი დედამიწაზე მჟავური წვიმის სახით ხვდებოდა და რეაქციაში შედიოდა ოკეანის ბსკერთან, რაც მოგვიანებით მარილიან ხსნარს ტოვებდა.

წყარო: i-fakt.ru