onlain sesxebi - ყველა

როგორ გავუმკლავდეთ დატვირთულ სამუშაოს?

როგორ გავუმკლავდეთ დატვირთულ სამუშაოს?


1. აირჩიეთ ერთი საქმე და მიიყვანეთ იგი ბოლომდე
გაიხსენეთ ის ბედნიერი გრძნობა, როცა სიიდან რომელიმე პუნქტს გადახაზავთ ან აგზავნით ბმულს მზა დოკუმენტით. არაფერი ამოტივირებს ისე, როგორც ეს გრძნობა.

ასე რომ შეუდექით საქმეს, შეასრულეთ სულ პატარა დავალება მაინც და მთელი ძალებით მასზე კონცენტრირდით. მისი შესრულების შემდეგ თავს ბევრად კარგად იგრძნობთ, თავდაჯერებულობა დაგიბრუნდებათ.

2. გამოყავით მთავარი და უარი თქვით დანარჩენზე
გადახედეთ თქვენს პრიორიტეტებს და უარი თქვით ზოგიერთ საქმეზე. მაგალითად, სემინარებზე, უფასო სამსახურზე, დამატებით პროექტებზე და კოლეგებთან ერთად თავის მტვრევაზე. ეს შეიძლება ეგოისტურად მოგეჩვენოთ. დიახ, უსიამოვნოა უარის თქმა იმაზე, რაშიც სიამოვნებით იმონაწილევებდით. მაგრამ ეს აუცილებელია, სანამ სამუშაოს ძირითად ნაწილს დაასრულებთ.

3. არ დაივიწყოთ ჯანმრთელობა
რა თქმა უნდა, ყოველთვის გვინდა მაქსიმალურად სწრაფად შევასრულოთ ჩვენი ამოცანა და ერთი წუთი არ დავხარჯოთ სხვა საქმეებზე. საკუთარ ჯანმრთელობაზეც კი. მაგრამ უძილოდ, უჭმელად, უსპორტოდ ვერ შეძლებთ საქმის სრულყოფილად შესრულებას და ჯანმრთელობასაც დაიზიანებთ. ამიტომ ეცადეთ მუდამ გამოიძინოთ და რეგულარულად ივარჯიშოთ. დროის დაზოგვის მიზნით კი წინასწარ მოამზადეთ საკვების დიდი პორციები და დამატებითი სასარგებლო საკვებით შეიარაღდით.

წყარო: lifehacker.ru