onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები ქაღალდზე

საინტერესო ფაქტები ქაღალდზე

ქაღალდი ჩინეთში გამოიგონეს. ამ ქვეყანაში დიდი ხნის განმავლობაში ბამბუკის დაფებზე წერდნენ, რაც ძალიან მოუხერხებელი იყო: ასეთი "არქივების" შესანახად ძალიან დიდი ადგილი იყო საჭირო. ჩვენი წელთაღრიცხვით 105 წელს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ცაი ლუნმა შესთავაზა ჩინელებს გამოეყენებინათ უფრო წვრილი მატერიალი, რომელიც ქსოვილებისა და ხეების დანაწევრებული ნაწილაკებისგან მიიღეს.

დიდი ხნის განმავლობაში ინახავდნენ ჩინელები ქაღალდის წარმოების საიდუმლოს. მხოლოდ VIII საუკუნეში გაიგეს ამ ტექნოლოგიის შესახებ არაბებმა. ჩინელებთან ომის დროს რამდენიმე მექაღალდე არაბებთან ტყვეობაში აღმოჩნდა. მათ კი საიდუმლო გაამხილეს და ქაღალდის წარმოება ბაღდადში დაიწყეს.

სტატისტიკურად ყველაზე მეტ ქაღალდს აშშ-ში მოიხმარენ - დღეში ადამიანზე თითქმის 1 კგ მოდის, ანუ, წელიწადში 300 კგ-ზე მეტი. ევროპელები წელიწადში მხოლოდ 75 კგ-ს. აფრიკის საშუალო მოსახლეს წელიწადში ერთი კილოგრამიც ყოფნის.

სხვათა შორის, აშშ-ში მხოლოდ საგადასახადო შეტყობინებებისთვის მოიხმარენ წელიწადში ორ მილიარდ ფურცელს. კალიფორნიაში, ბუნების დაცვის მიზნით, მიღებულია კანონი, რომლის მიხედვითაც მწარმოებელს შეუძლია მხოლოდ მაკულატურიდან დამზადებული ქაღალდი შეიძინოს.

დიდი ხანი მიიჩნეოდა, რომ ჩვეულებრივი საოფისე ქაღალდის ფურცლის ორად გადაკეცვა მხოლოდ 7-ჯერ შეიძლებოდა. ეს ჰიპოთესა 2001 წელს გაანადგურა კალიფორნიელმა სკოლის მოსწავლემ, რომელმაც ფურცლის გადაკეცვა 12-ჯერ შეძლო.

ქაღალდს გლობალურ დათბობაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ დამნაშავედ მიიჩნევენ. გაზები, რომლებიც ქაღალდის წარმოებისას გამოიყოფა, დამღუპველად მოქმედებს გარემოზე და აძლიერებს სათბურის ეფექტს. ერთი ტონა ქაღალდის დამზადებას იმდენივე ელექტროენერგია სჭირდება, რამდენიც ერთი ტონა ფოლადის გადადნობას.

ქაღალდის სპამი აშშ-ში ნამდვილ უბედურებად დაატყდა მოსახლეობას. ყოველწლიურად ნებისმიერი ამერიკელი ჩვილის ჩათვლით 10 კგ უსარგებლო მაკულატურას იღებს სარეკლამო ბუკლეტების, ჟურნალებისა და კუპონების სახით.

ქაღალდის ნარჩენები მთელი მსოფლიო ნაგვის მეოთხედს შეადგენს.

მეთვრამეტე საუკუნემდე ქაღალდზე დაწერილი ტექსტის წაკითხვა მხედველობისთვის საშიში იყო. იმის გამო, რომ ფურცლებს ყავისფერი შეფერილობა ჰქონდა, ტექსტი ქაღალდს ერწყმეოდა. ფურცლის გათეთრება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ქლორმა საწარმოო დანიშნულება შეიძინა.

წყარო: lifehacker.ru