onlain sesxebi - ყველა

ჩარლზ ჰეტფილდი - წვიმის გამყიდველი

ჩარლზ ჰეტფილდი - წვიმის გამყიდველი

1902 წელს ამერიკელმა ჩარლზ ჰეტფილდმა გამოიგონა საიდუმლო ნარევი, რომლის დახმარებითაც წვიმის გამოწვევა შეიძლებოდა. ყოველ შემთხვევაში, თავად გამომგონებელი ასე ამბობდა.

ნარევის შემადგენლობაში შედიოდა 23 ნივთიერება, რომელიც ხურდებოდა უზარმაზარ ქვაბებში და იფანტებოდა ატმოსფეროში, შედეგად იწვევდა ნალექს.

ორი წლის შემდეგ ჰეტფილდმა წამოიწყო ფართო სარეკლამო კამპანია თავისი გამოგონებისთვის. ჩარლზი ხვდებოდა, რომ კალიფორნიაში, სადაც იგი ცხოვრობდა, ფერმერები უზარმაზარ თანხებს გადაიხდიდნენ, რათა მოსავალი გახმობას გადაერჩინათ.

მოკლედ, ფერმერები საკმაოდ სკეპტიკურად უყურებდნენ ჰეტფილდის განცხადებებს, რომ მას შეუძლია წვიმა მოიყვანოს ნებისმიერ დროს, და ზოგიერთი მასთან დანაძლედა კიდეც. მაშინ ჩარლზმა, თავისი ძმის პოლის დახმარებით, ააგო ხის კოშკურა, რომლის თავზეც მან თავისი ექსპერიმენტი ჩაატარა. გასაოცარია, მაგრამ რეზულტატს არ დაუგვიანია: მალე ცა ღრუბლებით აივსო და წვიმამ ფერმერთა ყანები მორწყა. ასე მიიღო გამომგონებელმა პირველი შემოსავალი.

ხმები "წვიმის გამყიდველზე" სწრაფად ვრცელდებოდა მთელს ქვეყანაში, და ჰეტფილდმა შეკვეთების რეგულარულად მიღება დაიწყო. მაგალითად, 1915 წელს ჩარლზმა გააფორმა 10 000 დოლარიანი კონტრაქტი, რომლის თანახმადაც მას სან-დიეგოს წყალსაცავი უნდა შეევსო. და მართლად, ჰეტფილდის საიდუმლო ფორმულამ საშინელი წვიმა მოიყვანა სან-დიეგოს თავზე, ჩაირეცხა რკინიგზა, სახლები, დაიღუპა 20 ადამიანზე მეტი. ზარალმა 3,5 მილიონი დოლარი შეადგინა, გამომგონებელი კი სასამართლოში გამოიძახეს.

საბოლოოდ, ჰეტფილდისთვის ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ადამიანს არ შესწევს ცის მართვის ძალა, საშინელი ნალექი კი მხოლოდ დამთხვევა იყო. ამ პროცესის შემდეგ ჩარლზის პოპულარობა მხოლოდ გაიზარდა. ის პირდაპირი მნიშვნელობით ყელამდე შეკვეთებში იყო. 1929 წელს მას ჰონდურასის მთავრობამაც კი მიმართა დიდი ტყიური ხანძრების ჩასაქრობად.

სულ ჰეტფილდმა 500 წარმატებული ექსპერიმენტი ჩაატარა, მაგრამ დიდი დეპრესიისას მისი ბიზნესი დაეცა, 20-იან - 30-იან წლებში აშშ-მ საშინელი ეკონომიკური კრიზისი გადაიტანა, აღარავის ეცალა "ჯადოქარი ჰეტფილდისთვის".

1958 წელს ჰეტფილდი კალიფორნიაში გარდაიცვალა და "წვიმის ფორმულაც" თან გაიყოლა.


გქონიათ შემთხვევა, როდესაც სასწრაფოდ დაგჭირდათ თანხა თქვენ კი აბსოლუტურად ყველა შეაწუხეთ, თუმცა ფული მაინც ვერ იშოვეთ? ალბათ, ნამდვილი სტრესი გამოიარეთ. თქვენ რომ გცოდნოდათ ონლაინ სესხების შესახებ, დიდი ალბათობით, ასეთ სტრესს არ გამოივლიდით. როგორი შეიძლება ყოფილიყო ალტერნატიული რეალობა თქვენ რომ ონლაინ სესხის შესახებ გქონოდათ ინფორმაცია? აიღებდით სმარფონს, რამდენჯერმე დაკლიკავდით და თანხას პირდაპირ საბანკო ბარათზე მიიღებდით 10-15 წუთში, გადაჭრიდით პრობლემას და გააგრძელებდით ჩვეულ რიტმში ცხოვრებას. აღარ მოგიწევდათ ახლობლების შეწუხება, აღარც უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდებოდით, დაზოგავდით უამრავ დროსა და ენერგიას მხოლოდ რამდენიმე ქლიქით. თუ აღარ გსურთ, რომ ასეთი რამ განმეორდეს, დაუყოვნებლივ ეწვიეთ mome.ge -ს, ერთ სივრცეში აღმოაჩინეთ თითქმის ყველა სწრაფი სესხი, გაფილტრეთ ისინი, შეადარეთ მათი პირობები და უპირატესობები ერთმანეთს და აირჩიეთ საუკეთესო. სურვილისამებრს, შეგიძლიათ ონლაინ დახმარების ფანჯარაც დაიხმაროთ, რომელიც კიდევ უფრო გაგიმარტივებთ ინფორმაციის მიღებას. შეადარეთ და აირჩიეთ საუკეთესო მომე-ზე.

წყარო: i-fakt.ru