onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები ვალებზე და მოვალეებზე

საინტერესო ფაქტები ვალებზე და მოვალეებზე


ადრე, ძველ საბერძნეთში, კრედიტორი განათავსებდა სპეციალურ აბრას მოვალის მიწაზე, რომელსაც იპოთეკა ეწოდებოდა. იპოთეა ნიშნავდა, რომ თუ ვალი არ დაბრუნდებოდა, მიწას კრედიტორი მიიღებდა.

1827 წელს გადაუხდელ ვალებზე ცხარე დისკუსიისას ალჟირის მმართველმა ფრანგ ელჩს ბუზის საკლავი სტკიცა სახეში. ამის გამო, 3 წლის შემდეგ, საფრანგეთი ალჟირში შეიჭრა და იგი 100-წლიან ოკუპაციაში მოაქცია.

უინსტონ ჩერჩილმა ერთხელ თქვა: "ქვეყნის რეპუტაციას განსაზღვრავს თანხა, რომლის აღებაც მას ვალად შეუძლია".

შუა საუკუნეებში რომის პაპები სასტიკად კრძალავდნენ ფულის პროცენტებში გასესხებას, ასეთ ადამიანებს უკურთხებელ მიწაზე მარხავდნენ, როგორც თვითმკვლელებს.

XVI საუკუნეში, ინგლისში, თუ დროულად არ გაისტუმრებდით ვალს, შეგეძლოთ ციხისთვის თავი აგერიდებინათ, თუ სახლიდან არ გამოხვიდოდით. მოვალეების საკუთარ სახლში დაპატიმრება კატეგორიულად იკრძალებოდა.

ძველ რუსეთში, როცა ვინმე წაღებულ ფულს არ დააბრუნებდა, გაჰყავდათ მოედანზე და ცდილობდნენ რაც შეიძლება დიდი ტკივილი მიეყენებინათ, რათა ეყვირა მოვალეს და ამ საზარელი ხმების გამგონ მის ახლობლებს მის მაგივრად გაესტუმრებინათ ვალები.

ყველაზე დიდი სასჯელი მევალეებს დაუწესა დანტემ თავის "ღვთაებრივ კომედიაში". მან ჯოჯოხეთსი მათთვის ცალკე წრე გამოჰყო.

ბევრ ქვეყანაში ვალები მემკვიდრეობით გადადის - მსხვილი ვალდებულებები შეიძლება მამიდან შვილს და შვილიშვილსაც გადაეცეს. მაგალითად, ამერიკაში, სესხების 12% ადამიანის სასიცოცხლო ვადაზე დიდხანს იფარება.

წყარო: lifehacker.ru