onlain sesxebi - ყველა

მართალია, რომ ალკოჰოლი ასუქებს?

მართალია, რომ ალკოჰოლი ასუქებს?


როგორ მოინელება ალკოჰოლი?
ალკოჰოლი საკმაოდ კალორიულია: ეთანოლი შეიცავს 7,1 კკალ-ს 1 გრამზე. თუმცა თერმოეფექტის მეშვეობით, რაც ნიშნავს მისი მონელებისთვის საჭირო ენერგიას, - ორგანიზმი იღებს კალორიის მხოლოდ 20%-ს. ეს დაახლოებით 5,7 კკალ-ია 1 გრამზე. მაგრამ არც ეს ინახება ცხიმის სახით. 24 გრამი ალკოჰოლიდან ექვს საათში ღვიძლში 0,8 გრამი ცხიმი წარმოიქმნება.

მაგრამ მთავარ საფრთხეს თქვენი ფიგურისთვის წარმოადგენს არა ეთანოლის კალორია, არამედ პირობები, რომლებსაც იგი ქმნის. რადგანაც ალკოჰოლი საწამლავია, თქვენი სხეული ცდილობს მის სწრაფად მოშორებას. სანამ ორგანიზმი ალკოჰოლს უმკლავდება, ცხიმების წვა 73%-ით ფერხდება. ამიტომ ცხიმები და ნახშირწყლები, რომლებსაც ალკოჰოლთან ერთად მოიხმართ, დიდი ალბათობით, ზედმეტ კილოგრამებად გადაიქცევა.

გარდა ამისა, ალკოჰოლი არ აქრობს მადას და ზრდის პორციებს, რომლებსაც დალევის შემდეგ ვიღებთ. ასე, ერთი დალევით, შეიძლება უამრავი კალორიული საკვები მივიღოთ და სხეულში ცხიმის ზედმეტი მარაგი გავიჩინოთ.

როგორ დავლიოთ ისე, რომ ეს ფიგურაზე არ აისახოს?
ყველას შეუძლია დალიოს და არ მოიმატოს წონაში, თუმცა ამისთვის რამდენიმე წესი უნდა დაიცვათ.

არ დალიოთ ბევრი
ადამიანები, რომლებიც გონივრულად იღებენ ალკოჰოლის ზომიერ დოზას, ნაკლებს იწონიან, ვიდრე ისინი, ვინც საერთოდ უარი თქვა სპირტიან სასმელზე. და წონაში მომატების ნაკლები რისკიც აქვთ. დაიმახსოვრეთ, რომ დღეში 30-40 გრამ ეთანოლზე მეტი უკვე ავნებს ორგანიზმს. 200 გრამი ღვინო დღეში საკმარისი უნდა იყოს, რათა ამან სარგებელი მოუტანოს ჩვენს ჯანმრთელობას.

აირჩიეთ სწორი ალკოჰოლი
არ დალიოთ ნახშირწყლებით მდიდარი ალკოჰოლი: ლუდი, ალკოჰოლური კოქტეილები და ტკბილი ღვინოები. ამის მაგივრად შეგიძლიათ დააგემოვნოთ მშრალი ღვინო, კონიაკი, ჯინი, რომი, სკოჩი, ტეკილა, არაყი და ვისკი.

წყარო: lifehacker.ru