onlain sesxebi - ყველა

დიდი ადამიანების გამონათქვამები, რომლებიც მასწავლებლობაში დაგეხმარებათ

დიდი ადამიანების გამონათქვამები, რომლებიც მასწავლებლობაში დაგეხმარებათ


1. ალბერტ აინშტაინი - "მე არასდროს ვასწავლი ჩემს მოსწავლეებს, მხოლოდ ვცდილობ შევქმნა ისეთი გარემო, სადაც ისინი სწავლას შეძლებენ".

მასწავლებელმა აუცილებლად უნდა გაიგოს მოსწავლის ინტერესების შესახებ, დაინახოს მასში პოტენციალი და მთელი ძალა მის განვითარებას მოახმაროს. ამავდროულად კი ეს ისე უნდა გააკეთოს, რომ ბავშვს უნდოდეს და შეეძლოს სწავლა.

2. კლაივ სტეიპლზ ლუისი - "თანამედროვე განმანათლებლის ამოცანა არა ჯუნგლების გაკაფვა, არამედ უდაბნოს მორწყვაა".

მასწავლებელი უნდა იყოს სენსიტიური და ესმოდეს ყოველი ბავშვის მახასიათებლები, უნდა ეძებდეს მათთან სწორ მიდგომას. მისი მისიაა - შეავსოს ცოდნით, სამაგიეროდ კი არ წაართვას ინდივიდუალობები და არ აუკრძალოს საკუთარი აზრის ქონა.

3. სოკრატე - "მე არ შემიძლია ვინმეს რამე ვასწავლო, შემიძლია მხოლოდ ფიქრი ვაიძულო".

იმის მაგივრად, რომ ბავშვს სწავლა დააძალოთ, ჯობს გაგებაში დაეხმაროთ. საგანთან გაცნობიერებული მიდგომა დაზუთხვაზე ეფექტურია: ბავშვი ფიქრობს, ერკვევა პრობლემაში, აცნობიერებს და ცოდნას პრაქტიკაში იყენებს.

4. ჯიმ ჰენსონი - "ბავშვებს არ ახსოვთ, რის სწავლებას ცდილობთ თქვენ. ისინი იმახსოვრებენ, ვინ ხართ თქვენ".

საინტერესო მასწავლებელი - ღრმა ადამიანი და მისაბაძი მაგალითი. ის უნდა იწვევდეს პატივისცემას ბავშვში, უნდა იყოს ავტორიტეტი თავის სფეროში. მაშინ კი მოსწავლე სწავლას დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდება და ჰაერიდან შეისრუტავს ყველაფერს, რასაც გაკვეთილებზე გაიგებს.

5. გალილეო გალილეი - "თქვენ არ შეგიძლიათ რაიმე ასწავლოთ ადამიანს, თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ ცოდნა აპოვნინოტ საკუთარ თავში".

მასწავლებელი ვალდებულია არამარტო თავისი საგანი იცოდეს, არამედ ესმოდეს ბავშვების და სწორად მიუდგეს თითოეულ მათგანს. მხოლოდ ასე დააინტერესებთ ბავშვს, მიუთითებთ პოტენციალზე და აღმოაჩენთ მის ტალანტებს.

წყარო: lifehacker.ru