onlain sesxebi - ყველა

ცნობილი ბრენდების ჩავარდნილი სლოგანები

ცნობილი ბრენდების ჩავარდნილი სლოგანები

როცა კომპანია Parker-მა გადაწყვიტა თავისი ბურთულიანი კალამის გაპიარება მექსიკაში, მისი განცხადება ასე უნდა გაჟღერებულიყო: "ის აღარ ჩაიღვრება თქვენს ჯიბეში და აღარ დაგსვრით". თუმცა არასწორი თარგმანის გამო ასეთი რამ გამოვიდა: "ის არ ჩაიღვრება თქვენს ჯიბეში და არ გაგანაყოფიერებთ".

კორპორაცია Clairol - მა წარმოადგინა თმის დასახვევი უთო "Mist Stick" გერმანიაში, ამავდროულად კი არ იცოდა, რომ "Mist" გერმანულში განავალს აღნიშნავს.

რეკლამა "Pepsi Generation" ჩინურად ითქმის, როგორც "პეპსი თქვენს წინაპრებს საფლავებიდან აბრუნებს".

როცა American Airlines-მა დაიწყო თავისი ტყავის სალონიანი ახალი პირველი კლასის რეკლამირება მექსიკურ ბაზარზე, მათი სლოგანი "იფრინეთ ტყავში" ესპანურად ჟღერდა, როგორც "იფრინეთ შიშველმა".

ამერიკელი მწარმოებელი ესპანური ბაზრისთვის რომის პაპის ვიზიტის წინ კერავდა მაისურებს. იმის მაგივრად, რომ მაისურზე დაეწერა "მე დავინახე პაპი" (El Papa), მაისურზე მიაკერეს ფრაზა: "მე დავინახე კარტოფილი" (La PaPa).

მერძევე ასოციაციებმა გადაწყვიტეს მექსიკაში გაევრცელებინათ პროდუქტი სლოგანით "Got Milk?". მალე მისი ესპანური თარგმანი ასე გამოიყურებოდა: "შენ რძეს იწველი?"

General Motors-მა ფიასკო განიცადა ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ავტომობილი "ნოვას" შეტანით. "No Va" ესპანურად ნიშნავს "არ ვარგა".

წყარო: i-fakt.ru