onlain sesxebi - ყველა

რომელ თამაშში გამოიყენებოდა ბურთი, რომელიც 22 კილოგრამზე მეტს იწონიდა?

რომელ თამაშში გამოიყენებოდა ბურთი, რომელიც 22 კილოგრამზე მეტს იწონიდა?

მსოფლიოში არსებობს უამრავი სპორტული თამაში, რომელშიც ბურთი გამოიყენება. ამავდროულად, ამ ბურთებს განსხვავებული დიამეტრი და წონა აქვთ. მაგალითად, ტენისის ბურთი 58 გრამზე ცოტა მეტს იწონის, საფეხბურთო ბურთის მასა 450 გრამს არ უნდა აღემატებოდეს, კალათბურთის ბურთი კი ნამდვილი გოლიათია მათთან შედარებით - მისი მაქსიმალური წონა 650 გრამია. მაგრამ ისიც კი პატარა ბუშტი გვეგონება იმ ბურთის გვერდით, რომელიც 22.7 კილოგრამს იწონის. იფიქრებთ, რომ ასეთი ბურთით არავინ თამაშობს. მაგრამ მეოცე საუკუნის დასაწყისში დიდი პოპულარობით სარგებლობდა თამაში, სახელად ფუშბოლი, რომელიც უკვე თითქმის ყველამ დაივიწყა. სწორედ აქ გამოიყენებოდა ბურთი - გოლიათი.

ყველაფერი დაიწყო მეცხრამეტე საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში, ჰარვარდის უნივერსიტეტში. ადგილობრივ სტუდენტებს დიდად ეტყობოდათ, რომ ბეისბოლი საშინლად მობეზრებოდათ. მათ რაღაც ახლის მოფიქრება გადაწყვიტეს, რათა თავადაც ეხალისათ და პუბლიკაც გაერთოთ. თამაშის წესები შექმნა ვინმე მ. გ. კრეინმა და ფუშბოლმაც სპორტის ოფიციალური სახის სტატუსი მიიღო. მოედანი თითქმის ფეხბურთისას უტოლდებოდა, კარები რაგბისას მოგვაგონებდა. გუნდი 11 კაცისგან შედგებოდა, კარებში კი ორ-ორი კაცი იდგა.

თუმცა ყველაზე მეტად მაყურებელს ბურთი მოსწონდა. ფეხბურთის ბურთივით მთელს მოედანზე მის გორებას ფეხით ვერ შეძლებდი, ამ გიგანტის დიამეტრი 183 სმ, წონა კი 22.7 კგ იყო. თუ ფეხბურთში მოთამაშეებს ცალი ხელით გამოჰქონდათ ბურთი და ფეხის მსუბუქი მოძრაობით გადააადგილებდნენ მას, ფუშბოლში უბრალოდ მძიმედ გამოგორდებოდა ხოლმე მოედნის ცენტრში. მხოლოდ ყველაზე მოზრდილი მოთამაშეები იყვნენ მასთან თანასწორად. გაისმოდა სტვენა და მოთამაშეები ჭიანჭველებივით შეესეოდნენ ბურთს და ცდილობდნენ როგორმე კარამდე მიეტანათ.

თუ გუნდი კარის ნიშნულის ქვეშ შეაგორებდა ბურთს, 5 ქულას იღებდა, თუ მას გადააფრინდებოდა, ეს 8 ქულად ითვლებოდა. სხვათა შორის, თუ ბურთი კარში საერთოდ არ მოხვდებოდა და უბრალოდ ხაზს გადასცდებოდა, ეს მაინც 2 ქულა იყო.

რა თქმა უნდა, თავის მოძმე ფეხბურთს ფუშბოლი ყოველთვის ჩამორჩებოდა პოპულარობით, თუმცა მეოცე საუკუნის დასაწყისში უკვე ინგლისშიც შეაღწია და იქაურები, ფეხბურთის დიდი მოყვარულებიც კი, დიდი სიამოვნებით თამაშობდნენ ამ შესანიშნავ თამაშს. 1902 წელს პირველი ტურნირი გაიმართა, თუმცა წესები ოდნავ შეიცვალა, ახლა გუნდიდან მხოლოდ 8 ადამიანი გამოიდოდა მოედანზე.

მოგვიანებით კი დაიწყო დაღმავლობა. ახლა ვეღარსად იპოვით ფუშბოლის პროფესიონალ გუნდს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანაში ვერა.


ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება მოულოდნელად გარკვეული თანხის სესხება დასჭირდეს. ხშირად მცირე თანხის შოვნაც კი ძალიან რთულდება და დროში იწელება, თუ ამას ახლობლებსა და ბანკებში ვცდილობთ. რას იტყვით, თუ ძალიან მარტივ გზას შემოგთავაზებთ და გეტყვით, რომ თანხის მიღება ონლაინ შეგიძლიათ სულ რამდენიმე წუთში. საუბარია ონლაინ სესხებზე. გახსენით თქვენს სმარტფონში ვებ-გვერდი, შეავსეთ განაცხადი ონლაინ და მიიღეთ თანხა საბანკო ანგარიშზე, რომლის განაღდებასაც ბანკომატიდან შეძლებთ. რაც მთავარია სესხის აღებამდე ეწვიეთ mome.ge -ს , რომელიც გზას გაგიკაფავთ რეკლამებით აღსავსე ონლაინ ფინანსურ სამყაროში. ის მოგცემთ შესაძლებლობას დამოუკიდებლად შეადაროთ სხვადასხვა სწრაფი კრედიტები ერთმანეთს, ზუსტად განსაზღვროთ რომელი კრიტერიუმებია თქვენთვის მისაღები, ამის შემდეგ კი დანამდვილებით გეცოდინებათ რომელი მათგანით ღირს სარგებლობა. გარდა ამისა, მომეზე ფუნქციონირებს ონლაინ დახმარების ფანჯარაც, რომელიც კიდევ უფრო მქრტივს ხდის ინფორმაციის მიღებას. დასვით შეკითხვა, მიიღეთ პასუხი, შეადარეთ და აირჩიეთ საუკეთესო!

წყარო: i-fakt.ru