onlain sesxebi - ყველა

როგორ დავზოგოთ ფული?

როგორ დავზოგოთ ფული?


1. უარი თქვით ბრენდირებულ პროდუქტებზე
ფართოდ ცნობილი ბრენდების მაგივრად ნაკლებად ცნობილი მარკის საქონლის შეძენა ნამდვილად დაგეხმარებათ ფულის დაზოგვაში. გაიმეტეთ ცოტაოდენი დრო ჩვეულებრივი და რეკლამირებული იოგურტის შემადგენლობის შედარებისთვის.

რა თქმა უნდა, ყველაფერზე დაზოგვა არ შეიძლება, თუმცა მრავალ პროდუქტს ნამდვილად გააჩნია იაფი ანალოგი, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება მას.

2. ნაკლებად გამოიყენეთ საბანკო ბარათები
ბევრი მიეჩვია შენაძენების საბანკო ბარათით დაფარვას, რადგან ეს უფრო ჰიგიენური, სანდოა, და საფულის თან ტარებაც არაა საჭირო. მაგრამ მრავალრიცხვოვანი კვლევები აჩვენებს, რომ ბარათის მუდმივი გამოყენება საკუთარ გასავალზე კონტროლს გაკარგინებთ. ასე უფრო გიადვილდებათ "უმნიშვნელო" ციფრებთან განშორება, ვიდრე რეალურ ქაღალდთან.

3. შეამცირეთ საკომისიოს ხარჯები
თუ ფულის მოხსნა უცხო ბანკის ბანკომატიდან გადაწყვიტეთ, მზად იყავით პროცენტის გადასახდელად. შეიძლება, ის არც ისე დიდია, თუმცა რეგულარული გადარიცხვები და ფულის განაღდება სხვისი საგადასახადო სისტემით დააცარიელებს თქვენს ჯიბეს.

4. შეიძინეთ მხოლოდ აუცილებელი
ხანდახან მყიდველები პროდუქტს მხოლოდ იმიტომ იძენენ, რომ იგი აქციაში იყო. განსაკუთრებით ძნელია, გაუძლო ცდუნებას, როცა ხელფასის მიღების დღესვე მოგდის სმს-ი ფასდაკლების შესახებ. უნდა დაიმახსოვორთ, რომ ფასდაკლება - ეს ყიდვის მიზეზი არაა, ყიდვის მიზეზია თქვენი პირადი საჭიროება.

5. გამოიყენეთ ინტერნეტ მაღაზიები
თუ ჯერ კიდევ არ გამოგიცდიათ ინტერნეტ მაღაზიების სიკეთე, გირჩევთ სცადოთ ასეთი შოპინგი. რა თქმა უნდა, ყველაფერს აქვს თავისი ნაკლი, თუმცა აქ ფასი ჩვეულებრივ მაღაზიებთან შედარებით ნაკლებია - ერთ-ერთი დიდი უპირატესობაა. აქ მრავალი პოპულარული ბრენდი და ნაკლებად პოპულარული მარკა საკუთარ პროდუქციას 90%-მდე ფასდაკლებით ყიდის.

ყოველთვის, როდესაც თანხის სესხება დაგჭირდებათ კარგად დაფიქრდით გიღირთ თუ არა დროის რესურსის გაფლანგვა სხვადასხვა ვარიანტების ძიებაში, როდესაც არსებობს mome.ge და ონლაინ სესხების მთელი კასკადი, რომელიც ერთად არის თავმოყრილი სწორედ მომეს ვებ-გვერდზე. შეგიძლიათ უბრალოდ გახსნათ ჩვენი კატალოგი, აირჩიოთ სწრაფი სესხის სასურველი კატეგორია, მაგალითად მოკლევადიანი ონლაინ სესხი, ან გრძელვადიანი, გადახვიდეთ შერჩეული კომპანიის ვებ-გვერდზე და მოითხოვოთ თანხა პირდაპირ ონლაინ. მთლიან პროცედურას სულ რაღაც 10-15 წუთი დასჭირდება,ეს მაშინ თუ მომსახურებით პირველად სარგებლობთ. მომდევნო ჯერზე თანხას ფაქტობრივად მომენტალურად მიიღებთ საბანკო ბარათზე. რატომ უნდა ისარგებლოთ მომე.ჯი -ს ვებგვერდით? ბაზარზე საკმაოდ მაღალი კონკურენციაა და მომხმარებელს უჭირს გამორკვევა, თუ რომელი მათგანით ღირს სარგებლობა. ჩვენთან შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ თითოეული სესხის პირობებს, შეადაროთ ისინი სხვადასხვა ვარიანტებს, განსაზღვროთ რომელი მათგანია უკეთესი და საბოლოოდ აირჩიოთ საუკეთესო საუკეთესოთა შორის, ისე რომ ამისთვის მხოლოდ რამდენიმე წუთი და ინტერნეტი დაგჭირდებათ.

წყარო: lifehacker.ru