onlain sesxebi - ყველა

ტერმინი „შავი სია“ გაუქმდა

ტერმინი „შავი სია“ გაუქმდა

დღეს 2018 წლის პირველი სექტემბერია და საკმაოდ სერიოზული ცვლილებები გვაქვს ფინანსური მიმართულებით. დღეიდან ეგრეთწოდებული „შავი სია“ უქმდება. ცვლილების ძირითადი არსი სესხით მოსარგებლის საკრედიტო უწყისში არსებული ველის გაუქმებაში მდგომარეობს, რომელშიც თუ ფიზიკურ პირზეა საუბარი 30 დღიანი ვადაგადაცილების შემდეგ, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 60 დღიანი გარღვევის შემდეგ ინიშნება სტატუსი: „არის ნეგატიური“, ან „იყო ნეგატიური“. აქვე უნდა გაესვას ხაზი იმასაც, რომ ნეგატიური სტატუსი ენიჭება კონკრეტულ ვადაგადაცილებულ სესხს და არა თავად პირს. დღეიდან, ანუ მას შემდეგ რაც ახალი რეგულაცია ამოქმედდა, თუ მსესხებელს კვლავ დაუფიქსირდება ზემოაღნიშნული პერიოდულობის ვადაგადაცილება, მის შესაბამის სესხს აღარ მიენიჭება ნეგატიური სტატუსი, თუმცა სესხთან დაკავშირებული ყველა სხვა ინფორმაცია ისევ იქნება წარმოდგენილი. შესაბამისად, აღნიშნული ფუნქციის გაუქმება ფინანსური ორგანიზაციების რისკების სამსახურს და იმ პირებს, რომლებიც უშუალოდ სწავლობენ პირის საკრედიტო ისტორიას და იღებენ გადაწყვეტილებას გასცენ თუ არა სესხი, ამ დრომდე გადაწყვეტილებას ძირითადად სესხის სტატუსზე დაყრდნობით იღებდნენ, ახლა კი მათ დასჭირდებათ სესხის მსურველის საკრედიტო რეპორტის სრული ანალიზი.