onlain sesxebi - ყველა

დღეიდან მაქსიმალური წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50% - ით შემცირდა

დღეიდან მაქსიმალური წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50% - ით შემცირდა

მოგეხსენებათ, რომ წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის რეგულირება და მისი შემცირება წელიწადზე მეტია დაიწყო. ის ჯერ 100%-მდე შემცირდა, დღეს კი 2018 წლის პირველი სექტემბერია და სესხზე მაქსიმალური წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50%-ს აღარ აღემატება. ასევე აღსანიშნავია, რომ ცვლილებები შედის ვადაგადაცილებული სესხების დაანგარიშების წესშიც. ნებისმიერი ფინანსური სანქციის დაკისრებისას,(ხელშეკრულებით გათვალისწინებული) იქნება ეს სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო თუ სხვა სახის ვადაგადაცილების სანაცვლოდ დარიცხული პროცენტი, თითოეულ დღეზე სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.