onlain sesxebi - ყველა

რა უნდა გააკეთოთ სასტუმროდან გასვლისას?

რა უნდა გააკეთოთ სასტუმროდან გასვლისას?

1. ფოტო გადაუღეთ მინი ბარს
არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე ანგარიშში ნახვა იმ მომსახურებებისა, რომლებითაც არ გისარგებლიათ. მაგალითად, მინი ბარის საფასური. ყველაფერ ამისგან თავის ასარიდებლად, ფოტო გადაუღეთ მინი ბარს სასტუმროში ცხოვრების პირველ და ბოლო დღეს. ეს იქნება არგუმენტი თქვენს სასარგებლოდ, თუ შამპანურში 100$ დოლარის გადახდას მოგთხოვენ.

2. ფეხსაცმელი სეიფში შეინახეთ
თუ იცით, რომ მუდამ რაღაც გრჩებათ, ისარგებლეთ მარტივი ხრიკით: სეიფში ჩადეთ ფეხსაცმელი. უფეხსაცმლოდ ხომ არსად ფეხს არ გადგამთ. ასე არ დაგავიწყდებათ სეიფიდან ფულის, დოკუმენტებისა და სხვა ძვირფასი ნივთების გამოღება.

3. აუცილებლად შეიხედეთ სააბაზანოში
იქ სტურები უამრავ ნივთს ინახავენ: საპარსს, კანის მოვლის საშუალებებს, სააბაზანო გელს, კბილის ჯაგრისებს, სავარცხელს... არ დაგავიწყდეთ საკუთარი ნივთების წაღება. დასანანი იქნება, თუ ნომერში ძვირადღირებული კოსმეტიკა დაგრჩებათ.

4. წაიღეთ უფასო ნივთები
ეს შეიძლება იყოს ბოლომდე მოუხმარებელი საბანი საშუალებები, ერთჯერადი ჩუსტები, სუვენირული კალმები. წინასწარ დარწმუნდით, რომ ყველაფერი ეს უფასოა და ანგარიშში არ იწერება.

5. შეამოწმეთ ანგარიში წინასწარ
როგორც წესი, ანგარიშს ბოლო წუთებში, სასწრაფო წესით ამზადებენ. გირჩევთ, ანგარიშში ყველაფერი წინასწარ შეამოწმოთ, და თუ იქ გამოუყენებელი მომსახურება დაინახეთ, მაშინვე განაცხადეთ ამის შესახებ. საანგარიშო პრობლემების მოგვარება წინასწარ ჯობს, რათა ბოლო წუთებში გვიან არ მოგიწიოთ სასტუმროდან გასვლა.

წყარო: sravni.ru