onlain sesxebi - ყველა

რჩევები მწარმოებლებს Burger King-ისგან

რჩევები მწარმოებლებს Burger King-ისგან

1. ფეთქებადი პიარის საიდუმლო მაქსიმალურად ნაკლები თანხის დახარჯვაა
კარგი იდეის მოფიქრებაზე დიდი დრო უნდა დაიხარჯოს, და ის იქნება თქვენი ბრენდის ან საქონლის ლოკომოტივი. თუ იდეა ძვირია, დიდი ალბათობით, ძალიან სუსტია.

2. საჭიროა მინიმუმ 5 აქცია
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ძალიან წარმატებული პირველი აქციაც კი, როგორც წესი, არ გვაძლევს მოსალოდნელ შედეგს. თუ ადამიანმა გაიგო თქვენ შესახებ და პირველივე ჯერზე დაიმახსოვრა სახელი, ეს მშვენიერია, თუმცა ასეთი სცენარი ნაკლებად მოსალოდნელია. მეორე-მესამე აქციის შემდეგ უკვე ყველა დაგიმახსოვრებთ და ყიდვაზეც დაფიქრდებიან.

3. არსებობს სახიფათო და უსაფრთხო სკანდალები
სახიფათო სკანდალი პროდუქტის თვისებებზე პირდაპირი შეტევაა. მაგალითად: "რესტორან X-ში იწამლებიან ადამიანები". ამის შემდეგ იქ აღარავინ მივა. უსაფრთხო დანარჩენია: "რესტორან X-თან გამოვიდნენ ზოოდამცველები", "ვიღაც მოითხოვს რესტორანი X-ის დაკეტვას, რადგან ის ვიღაცის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს".

4. იდეის მოფიქრების პროცესი 4 ნაწილად მაინც იყოფა
ესაა ორი "გონებრივი შტურმი" და იდეის ორი შეფასება. ამავდროულად, კრეატიული პროცესისთვის 2-5 ადამიანი მაინცაა საჭირო. მიაქციეთ ყურადღება: ყველა იდეა გენიალურად გეჩვენებათ, განსაკუთრებით საღამოს. ამიტომ ისინი არ უნდა წარუდგინოთ სხვებს თავში მოსვლის დღესვე, თუ ეს სასწრაფო დავალება არაა.

5. გონებრივი შტურმისას უნდა თქვათ ყველაფერი, რაც აზრად მოგივათ, თუნდაც ეს ბოდვა იყოს
თუ დიდი სისულელე თქვით, სხვა ადამიანი შეიძლება ამან ახალი იდეისკენ შთააგონოს. არ არის საჭირო იფიქროთ იმაზე, როგორ გამოიყურებით გონებრივი შტურმისას, თორემ კარგი იდეა არასოდეს დაიბადება.

6. იდეების საძებნელი ერთ-ერთი წყარო დღის ამბებია
სწორედ აქედან უნდა დაიწყოთ. დღეში რამდენჯერმე დაათვალიერეთ სიახლეები, ნახეთ რა არის ტრენდული, რას ყვება ხალხი, რა მოსწონთ მათ, რას უყურებენ, რას განიხილავენ, რა არ მოსწონთ - ყველაფერი. სიახლეები მეორდება, სხვისი იდეის მოპარვა ცუდი არ არის - თუ მას ცუდად არ გამოიყენებთ. თანაც, დიდი ალბატობით, მოიგონებთ იმას, რაც უკვე იყო.

7. თუ იდეა არ ჩნდება - ესე იგი, არ გჭირდებათ
მოძებნეთ სხვა ვარიანტი, ნუ ძალადობთ რეალობაზე.

წყარო: sravni.ru