onlain sesxebi - ყველა

5 ისტორიული ფაქტი, რომელიც აქამდე არ გეცოდინებოდათ

5 ისტორიული ფაქტი, რომელიც აქამდე არ გეცოდინებოდათ


1. რომის იმპერატორმა კომოდუსმა ერთხელ ყველა ინვალიდი შეკრიბა და კოლიზეუმში ერთმანეთთან სიკვდილამდე ბრძოლა აიძულა
ძველრომაელი იმპერატორი კომოდუსი, როგორც ამ ეპოქის ბევრი სხვა იმპერატორი, ექსცენტრული და შეშლილი იყო. ძალიან უყვარდა საკუთარი თავისთვის სხვადასხვა ტიტულების მიკერება: მაგალითად, სიცოცხლის მიწურულს, უბრძანა დაეძახებინათ მისთვის ჰერკულესი - იუპიტერის ვაჟი. მან ასევე ბრძანა თვეებისთვის სახელის გადარქმევა: აგვისტომ მიიღო სახელი "კომოდუსი", სექტემბერმა - "ჰერკულესი", ოქტომბერმა - "დაუმარცხებელი", ნოემბერმა - "დამძლევი", დეკემბერმა - "ამაზონელი". 190 წელს მან რომს კომოდუსის ქალაქი უწოდა. სენატი ზედმეტად ხმას არ იღებდა და იმპერატორის ნებისმიერ სურვილს უხმოდ ასრულებდა.

კომოდუსს ასევე ძალიან მოსწონდა პუბლიკაში გლადიატორად გამოსვლა. კარგად ფლობდა საბრძოლო ხელოვნებას და უყვარდა ცხოველების დახოცვა არენაზე. თუმცა თავისუფალი მოქალაქეების ბრძოლა არენაზე სირცხვილად ითვლებოდა, ვერავინ გაბედა იმპერატორს შეწინააღმდეგებოდა - მან 735 ბრძოლა ჩაატარა. აი "არასრულყოფილი" მოქალაქეების ამოსაძირკვად კი მან შეკრიბა ყოველი ინვალიდი, ჯუჯა, კეთროვანი და კოლიზეუმის არენაზე ერთმანეთთან სიკვდილამდე აბრძოლა.

2. მსოფლიო ისტორიაში ყველაზე მოკლე ომი ჩატარდა დიდ ბრიტანეთსა და ზანზიბარს შორის
გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, ისტორიაში ყველაზე მოკლე ომი მოხდა 1896 წლის 27 აგვისტოს დიდ ბრიტანეთსა და ზანზიბარს შორის. სულთან ჰამადა იბნ ტუვაინის სიკვდილის შემდეგ, რომელიც ბრიტანეთთან აქტიურად თანამშრომლობდა, მისმა ბიძაშვილმა ჰალიდ იბნ ბარგაშმა, გერმანიის მხარდაჭერის მიღებისთანავე, მოაწყო სამეფო ტახტის გადატრიალება და ძალაუფლება მოიპოვა. ეს პირდაპირ დიდი ბრიტანეთის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა - ბრიტანულმა არმიამ ულტიმატუმი წაუყენა და სასახლეს ალყა შემოარტყა.

სულთნის მხარეს იყო იახტა "გლაზგო" და 3000 ადამიანი. ინგლისელების მხარეს - ესკადრა, რომელშიც 5 გემზე მეტი შედიოდა. ესკადრამ ცეცხლი გაუხსნა "გლაზგოს" და სასახლეს - რამდენიმე წუთში სასახლიდან ყველა გაიქცა. თუმცა ზანზიბარის დროშა კიდევ აგრძელებდა ფრიალს, ეს ინგლისელებმა მიიღეს როგორც უარი კაპიტულაციაზე. დროშის განადგურების შემდეგ ბრიტანელების შეტევა შეჩერდა. ასე და ამგვარად, ეს ომი მხოლოდ 38 წუთს გაგრძელდა.


3. ისტორიაში სულ სამი რაიხი არსებობდა
"რაიხი", გერმანულიდან თუ ვთარგმნით, ნიშნავს "სახელმწიფოს", "იმპერიას". პირველი რაიხი იყო წმინდა რომის იმპერია, თუმცა არა ძველი რომის დროინდელი. 962 წელს ოტო I დიდმა გამოაცხადა თავისი სახელმწიფო როგორც წმინდა რომის იმპერია, რომელიც პრეტენდენტი იყო ანტიკური რომის იმპერიისა და კარლ დიდის ფრანკთა იმპერიის მემკვიდრეობისა. 1806 წელს იმპერია საბოლოოდ დაიშალა ნაპოლეონის ომების დროს, და უკანასკნელი იმპერატორი ფრანც II ჰაბსბურგი ტახტიდან ჩამოვიდა.

მეორე რაიხად იწოდება კაიზერის გერმანია (გერმანიის იმპერია), რომელიც ოტო ფონ ბისმარკმა 1871 წელს დააარსა. იმპერიამ არსებობა 1918 წლის ნოემბრის რევოლუციის შემდეგ შეწყვიტა არსებობა. გავიდა დრო და 1933 წლის 24 მარტს ადოლფ ჰიტლერმა დააარსა მესამე რაიხი.

4. ესპანურმა ინკვიზიციამ ნიდერლანდის მოსახლეობას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა
როცა ესპანეთმა ბურგუნდიის ნაგლეჯებიდან ნიდერლანდებიც მიისაკუთრა, იქაც ინკვიზიცია დამყარდა. ნიდერლანდების მოსახლეობის უმრავლესობა პროტესტანტობას მისდევდა, რომლის წინააღმდეგად იბრძოდა ინკვიზიცია. ცეცხლზე კიდევ მეტი ნავთი დაასხა ფილიპე II-ის პოლიტიკამ: ის ცდილობდა ადგილობრივ დიდებულთა ძალაუფლების შემცირებას და მოითხოვდა ნებისმიერი საქონლის გაყიდვაზე ესპანური გადასახადი დაწესებულიყო.

ნიდერლანდელთა საჩივრებზე და მოთხოვნებზე მეფე მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებდა ინკვიზიციის ზეწოლას. გადასახადები, პროტესტანტთა დევნა და ტირანული პოლიტიკა, ამ ყველაფერმა გამოიწვია 1567 წლის დიდებულთა აჯანყება. ესპანეთის მეფემ საუკეთესო სარდალი ფერნანდო ალვარესი გაგზავნა და ჩაახშო კიდეც ჯანყი, რის შედეგადაც 1 800 დიდებული დაისაჯა. ამ ყველაფერთან ერთადაც გაიცა ბრძანება, სიკვდილით დაესაჯათ ნიდერლანდების ყველა მოქალაქე, ერეტიკოსობის გამო.

5. სპარსეთის ვეზირი საჰიბ იბნ აბადი საკუთარ ბიბლიოთეკას ყველგან თან დაატარებდა
საჰიბ იბნ აბადი ირანში 938 წელს დაიბადა და გზა ძალლაუფლებისკენ მდივანის ამპლუაში დაიწყო. როცა მამამისი გარდაიცვალა, იბნ აბადი მხოლოდ 7-8 წლის იქნებოდა, და მამამისის მეგობარმა, ცნობილმა დიდმა ვეზირმა იბნ ალ-ამიდმა ბავშვი თავის ფრის ქვეშ შეიფარა. 970 წელს იბნ აბადი მუაიადის დიდი ვეზირი გახდა.

საჰიბმა უამრავი წვლილი შეიტანა სპარსული კულტურის განვითარებაში - ის ავითარებდა პოეზიას და სხვადასხვა ნივთების საშუალებით უზარმაზარ ცოდნას აგროვებდა. ის განსაკუთრებით ამაყობდა საკუთარი ბიბლიოთეკით. როცა სამანიდთა იმპერატორმა იბნა აბადს მისი ვეზირობა შესთავაზა, მან უპასუხა, რომ არ შეეძლო წასვლა თავისი ბიბლიოთეკის გამო. 400 აქლემი გახდა საჭირო, რომ მისი ყოველი წიგნი წაეღოთ, აქედან 60 მხოლოდ ლექსიკონებს დაეთმო.

წყარო: adme.ru