onlain sesxebi - ყველა

რატომ ეკუთვნის დიდ ბრიტანეთში ყველა გედი მონარქს?

რატომ ეკუთვნის დიდ ბრიტანეთში ყველა გედი მონარქს?

დიდ ბრიტანეთში ტბებსა და მდინარეებში მობინადრე გედები პირდაპირ მონარქს ეკუთვნიან. ასეთი დამოკიდებულება ქვეყანაში ჯერ კიდევ XV საუკუნეში გაჩნდა და ის უკავშირდება არა რომელიმე ლამაზ ლეგენდას, არამედ მაშინდელ დიდებულთა განსტრონომიულ მიდრეკილებებს. გედის ხორცი სამეფო დელიკატესად მიიჩნეოდა და ჩვეულებრივ მოკვდავთ აკრძალული ჰქონდათ მისი გასინჯვა. ასე 1483 წელს გამქოვეყნდა მითითება, რომელიც მოსახლეობას გედების მომრავლებას უკრძალავდა. 1496 წელს კი გედის კვერცხის მოპარვაზე ერთწლიანი ციხე და დიდი ჯარიმა დაწესდა. გედების გამრავლების უფლებას სპეციალური ლიცენზიით იღებდა მხოლოდ, ვიწრო, დიდებულთა წრე.

დროთა განმავლობაში აღნიშვნების სპეციალური სისტემაც კი შეიმუშავეს. ეს ფრინველის ნისკარტზე ნაკაწრით შემოიფარგლებოდა, რათა ყველას სცოდნოდა, ვის ეკუთვნოდა ესა თუ ის გედი. თუ ნაკაწრი არ იყო, ნიშნავდა იმას, რომ ფრინველი პირადად მეფის საკუთრება იყო.

XVIII საუკუნისკენ გედის ხორცი უკვე აღარ იყო ისეთი ძვირფასი და "სამეფო დელიკატესის" წოდებაც ჩამოერთვა. ცხოველთა დამცველების მომრავლებასთან ერთად კი შეწყდა გედების დანიშნვის ტრადიციაც. თუმცა ტრადიცია, რომლის თანახმადაც ეს ფრინველები მონარქს, ახლა დიდი ბრიტანეთის დედოფალს, ეკუთვნიან, არსად გამქრალა და დღემდე შემონახულია.

თუმცა დღეს მიიჩნევა, რომ დედოფალს მხოლოდ ტემზაზე მცხოვრები გედები ეკუთვნის. ქვეშევრდომებისთვის ამის შესახსენებლად ყოველ წელს ტარდება ცერემონია გედთა ინვენტარიზაციის სახელწოდებით, როცა ტემზის გედებს იჭერენ, და შემდეგ უშვებენ, პროცესში კი ითვლიან. 2009 წელს ელიზაბეთ II გახდა პირველი მონარქი რამდენიმე საუკუნეში, რომელიც პირადად ესწრებოდა ამ პროცედურას.

წყარო: i-fakt.ru