onlain sesxebi - ყველა

გენიალური ხრიკები, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ

გენიალური ხრიკები, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ

1. ძილის წინ ხშირად დაახამხამეთ თვალები 1 წუთის განმავლობაში, რათა ადვილად მოითენთოთ.

2. თუ ღამით ტუალეტში გასასვლელად ადექით და შუქი აანთეთ, ერთი თვალი დახუჭული გქონდეთ. როცა შუქს გამორთავთ, გაახილეთ და სიბნელეს მიჩვეული თვალი გზას გაგიკვლევთ. ასე უფრო მარტივი იქნება საწოლში დაბრუნება.

3. თუ სახლში ელექტროობა გაითიშა, შეამოწმეთ, პოულობს თუ არა ტელეფონი Wi-Fi ქსელებს. თუ კი, ესე იგი, პრობლემები მხოლოდ თქვენს სახლშია.

4. როცა სამსახურიდან დაღლილი მოხვალთ სახლში, დააყენეთ ტაიმერი 10 წუთზე და დაიწყეთ დალაგება. ასე სამუშაო არ მოგეჩვენებათ ისეთი მძიმე. გააკეთეთ ეს ყოველდღე, როცა ძალიან დაღლილი ხართ.

5. Youtube-ში, ვიდეოს ყურებისას, ღილაკებით "წერტილი" და "მძიმე" შეგიძლიათ იგი ერთი კადრით წინ ან უკან გადაახვიოთ.

6. თუ პუბლიკაში გამოსვლის გეშინიათ, სცენაზე პირველი გამოდით. ნაკლები დრო დაგრჩებატ სანერვიულოდ, და მეტი დასამშვიდებლად, სანამ სხვები გამოდიან. გარდა ამისა, არც ისე მკაცრად შეგაფასებენ, რადგან ყველა თავის ტექსტზე ინერვიულებს.

7. თუ საქმე 15 წუთზე ნაკლებს მოითხოვ, არ გადადოთ, მაშინვე შეასრულეთ იგი.

8. როცა ვინმეს შეცდომაზე მიუთითებთ, ეცადეთ ყურადღება არა ადამიანზე, არამედ შეცდომაზე გაამახვილოთ. თქვით "დოკუმენტები არ მოსულა" იმის მაგივრად, რომ თქვათ "თქვენ დოკუმენტები არ გამოგიგზავნიათ". ასე შეცდომაზე მიუთითებთ და ადამიანში თავის მართლების სურვილსაც არ გამოიწვევთ.

9. თუ რაღაცის ყიდვა ძალიან გსურდათ და ბოლო წუთში მერყეობა დაიწყეთ, შეინახეთ ფული, ესე იგი ის ნივთი არ გჭირდებათ.

10. თუ თანამოსაუბრემ უაზრო საუბარი წამოიწყო და არ აპირებს მის დასრულებას, რაიმე დააგდეთ. ის გაჩერდება, სანამ თქვენ ნივთს აიღებთ. ისარგებლეთ მომენტით და გადაიტანეთ საუბრის თემა ან დაემშვიდობეთ. ეს იმაზე უკეთესია, ვიდრე მოიტყუოთ, ვითომ გირეკავენ.

წყარო: lifehacker.ru