onlain sesxebi - ყველა

დამტენის განახლებადი სადენი, რომელიც მინიმუმ 15 წელი გემსახურებათ

დამტენის განახლებადი სადენი, რომელიც მინიმუმ 15 წელი გემსახურებათ

ტელეფონის დამტენი ყოველთვის მრავალჯერცვლადი ნივთი იყო, ყველაზე აკურატულ მომხმარებლებსაც კი ძალიან მალე უფუჭდებათ. ყველაზე საწყენი კი ისაა, რომ რამდენიმე მილიმეტრის დაზიანების გამო მთელი სადენი უსარგებლო ხდება. SirTeen-ის შემქმნელებმა ეს ნაკლი განსაკუთრებული კონსტრუქციით გამოასწორეს.

ჩვეულებრივი სადენებისგან განსხვავებით, ახლახანს ნაყიდი პროდუქტი, შემაერთებელ ნაწილთან გადაღუნული გარსის გამო, ერთ კვირაში სანაგვეში აღარ აღმოჩნდება. ამის მაგივრად, სადენის დაზიანებული ნაწილი მოიკვეთება მაკრატლით, დარჩენილი სადენი კი თავიდან შეუერთდება შემაერთებელ ნაწილს და კიდევ დიდხანს გემსახურებათ.

ეს სადენი მინიმუმ 15 წელს გაძლებს, იმდენად დიდხანს გემსახურებათ, შეიძლება 3 სმარტფონი გამოცვალოთ. ცვლადი დამაკავშირებელი ხელმისაწვდომია iPhone და Android მოწყობილობებისთვის.

ნივთის ყიდვა შეგიძლიათ აქ

წყარო: lifehacker.ru