onlain sesxebi - ყველა

ის, რაც აქამდე ევროზე არ იცოდით

ის, რაც აქამდე ევროზე არ იცოდით არსებობს ბანკნოტი 0 € ნომინალით
2015 წლიდან ევროპის ცენტრალური ბანკი უშვებს ბანკნოტებს 0 €-ს ნომინალით. ისინი იმავე მასალითაა დამზადებული, რომლითაც ჩვეულებრივი ევროპული კუპიურები, ასევე გააჩნია დაცვის ანალოგიური საშუალებები. თუმცა 0 €-იანი კუპიურა სუვენირია და მისით ვერაფერს იყიდით. თითოეული ბანკნოტის ფასი 2,5 €-ა.

ევრო თავდაპირველად ვირტუალური ვალუტა იყო
ევრო 1999 წელს გაეშვა ვირტუალური ვალუტის სახით და ელექტრონული, უნაღდო ანგარიშწორებისთვის გამოიყენებოდა. ბანკნოტები ფართო პუბლიკაციისთვის მხოლოდ 2002 წელს გახდა 12 ქვეყანაში ხელმისაწვდომი.

ევრო ევროკავშირის ყველა ქვეყანაში არ მიიღება
დღეს ევროკავშირი 28 ქვეყნისგან შედგება, თუმცა მხოლოდ 19 მათგანი იღებს ევროს (ე.წ. ევროზონის ქვეყნები). საკუთარი ვალუტა აქვთ ბულგარეთში, უნგრეთში, დანიაში, ხორვატიაში, შვედეთში, დიდ ბრიტანეთშსა და სხვა ქვეყნებში. თუმც ევროს ევროკავშირის გარეთაც მოიხმარენ ანდორაში, მონაკოში, ვატიკანსა და სან მარინოში, ასევე დე ფაქტო კოსოვოშიც.

500 € კუპიურას ყველგან არ მიიღებენ
2016 წელს ევროპის ცენტრალური ბანკი გვპირდებოდა 2018 წლის მიწურულისთვის ახალი 500€ -იანი ბანკნოტების წარმოების გაუქმებას. ძველი კუპიურები კი გააგრძელებენ სამართლებრივად ბრუნვას.

საზღვარგარეთ რაიმეს ყიდვისას უმჯობესია 5, 10 და 20 ევროიანი კუპიურები გამოიყენოთ, ზოგ გამყიდველს უჭირს 100, 200 და, რაღა თქმა უნდა, 500€ -ს ოდენობის ხურდის მოცემა, ზოგი უბრალოდ უარს აცხადებს მის მიღებაზე.

2€ შეიძლება თავის ნომინალზე ბევრად მეტი ღირდეს
ევროპის ცენტრალური ბანკი ხშირად უშვებს სამახსოვრო მონეტებს 2€ -ს ნომინალით, შეზღუდული ტირაჟებით. რაც უფრო მცირეა ტირაჟი, მით მეტია მოთხოვნა ნუმიზმატებს შორის და მათი ფასიც იმატებს. ასეთი მონეტის ფასმა შეიძლება 8000 ლარსაც მიაღწიოს.

წყარო: sravni.ru