onlain sesxebi - ყველა

მეცნიერები, რომლებიც მეცნიერებისათვის ყველაფერზე იყვნენ წამსვლელები

მეცნიერები, რომლებიც მეცნიერებისათვის ყველაფერზე იყვნენ წამსვლელები

1. უილიამ ბაკლენდი (1784-1856)
ბრიტანელი გეოლოგი, პალეონტოლოგი და ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი ისტორიაში შევიდა იმით, რომ სახელი უბოძა პირველ აღმოჩენილ დინოზავრს - მეგალოზავრს. და კიდევ ის მიიჩნდევდა, რომ ჯანმრთელობისთვის უნდა მიირთვა ყველაფერი: ზღარბები, ზაზუნები, ობობები, სირაქლემები და ლომებიც კი.

როგორღაც მღვდელმა, ტაძარში ექსკურსიის ჩატარებისას, მოუთხრო მეცნიერს, რომ იატაკზე ხშირად ჩნდებოდა წითელი ლაქა. ბაკლენდი მუხლებზე დაემხო, იატაკი ალოკა და თქვა, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ღამურების შარდი იყო.

ყველაზე განსაკუთრებული შემთხვევა კისტუმრად მეგობართან მოხდა. მეგობარს, ლორდ ჰარკორტს, ჰქონდა ძვირფასი არტეფაქტი - საფრანგეთის მეფის ლუდივოკო XIV-ის მუმიფიცირებული გული. როცა ჰარკორტმა გამოიტანა გული, ბაკლენდმა ხელიდან გამოსტაცა და შეჭამა. რატომ? არავინ იცის.

2. ჩარლზ ბებიჯი (1791-1871)
მათემატიკოსი და გამომგონებელი ჩარლზ ბებიჯი ცნობილია, როგორც შემქმნელი თანამედროვე კომპიუტერის პროტოტიპის შემქმნელი. ის ასევე ძალიან ცდილობდა შეეთვისებინა წყალზე სიარული, რის გამოც ფეხებზე ფიცრები მიიმაგრა და ექსპერიმენტის ჩატარებისას კინაღამ დაიხრჩო კიდეც.

გარდა ამისა ცდილობდა გაეგო, რამხელა ტემპერატურის გაძლება შეეძლო ადამიანს, რისთვისაც უზარმაზარ ღუმელში შედიოდა. მისი ჩანაწერებით, 120 °C-ს გაუძლო, თუმცა დაჯერება ცოტა გვეძნელება.

3. ჯონ ჰოლდეინი (1892-1964)
ექსცენტრული ბიოლოგი, მრავალი პრესტიჟული პრემიის მფლობელი, ჯონ ჰოლდეინი. მას ძალიან უყვარდა ექსპერიმენტების საკუთარ თავზე ჩატარება. ერთხელ მარილმჟავის ბოთლი დალია, რათა გაეგო, რა მოხდებოდა. როცა რეზულტატი არასაკმარისად ეფექტური ეჩვენა, კალციუმის ქლორიდის უზარმაზარი დოზა დალია და, მეცნიერების სასარგებლოდ, მხოლოდ ფაღარათი იკმარა.

4. ჰენრი ჰედი (1861-1940)
ინგლისელინეიროფსიქოლოგი XX საუკუნის დასაწყისში იკვლევდა ნერვული სისტემის აგებულებას. ჰედმა გადაწყვიტა, რომ ადამიანი სპეციალური განათლების გარეშე ვერ აღწერდა ნერვის დაზიანებისას შეგრძნებებს. და რადგანაც ყველაზე კომპეტენტური ადამიანი მაშინ მხოლოდ თავად იყო, თავად გადაიჭრა ორი მთავარი ნერვი ხელზე, რათა მგრძნობელობის აღდგენის პროცესს დაკვირვებოდა. მან კიდევ 167 სხვადასხვა ექსპერიმენტი ჩაატარა საკუთარ თავზე.

5. ნიკოლა ტესლა (1853-1943)
ნიკოლა ტესლა - დიდი გენიოსი, მაგრამ მასაც ჰქონდა თავისი უცნაურობები. ის ობესიურ კომპულსიური აშლილობით იტანჯებოდა, გაგიჟებული იყო სისუფთავეზე, საოცრად ეშინოდა ადამიანის თმებისა და გლუვი მრგვალი ფორმის ნივთების.

თავდავიწყებით იყო შეყვარებული მტრედებზე და შეპყრობილი ჰყავდა რიცხვ "სამს". შენობაში შესვლამდე 3-ჯერ შემოუვლიდა, სასტუმროში მესამე ნომერში რჩებოდა, რესტორანში კი მხოლოდ მესამე მაგიდასთან მიირთმევდა.

წყარო: adme.ru