onlain sesxebi - ყველა

ყველაზე ცნობილი ოროსნები

ყველაზე ცნობილი ოროსნები
სწავლა სინათლეა, უსწავლელობა კი, როგორც ცნობილია, - სიბნელეა. ყველაფერი ეს სიმართლეა, თუმცა ბევრი დიდი ადამიანი ბავშვობაში სწავლის არც ისე დიდი წყურვილით გამოირჩეოდა. აი რამდენიმე მაგალითი.

უინსტონ ჩერჩილი, ინგლისის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მახსოვრობრის მშვენიერი უნარით იყო დაჯილდოებული. თუმცა, სკოლაში ერთ-ერთი ყველაზე უარესი მოსწავლე იყო, რადგანაც სწავლობდა მხოლოდ იმ რამდენიმე საგანს, რომელიც მას აინტერესებდა. ცუდი მოსწრების გამო ხშირად როზგავდნენ, მშობლები კი ძალიან წუხდნენ, რომ შვილი ნორმალურ განათლებას ვერ იღებდა. სხვათა შორის, 1953 წელს მან ნობელის პრემია მიიღო ლიტერატურაში. იმ წელს ამ პრესტიჟულ ჯილდოზე ორი ადამიანი იყო წარდგენილი - ჩერჩილი და ერნესტ ჰემინგუეი.

გამომგონებელმა თომას ედისონმა სკოლაში რამდენიმე თვე იარა, რის შემდეგაც მასწავლებელმა, სრული უნიჭობის გამო, მშობლებს სახლში წააყვანინა. ამის შემდეგ მისი განათლებით დედა იყო დაკავებული. წლების შემდეგ უნიჭო მოსწავლემ მთელი მსოფლიო გააოცა თავისი გამოგონებებით.

სერ უოლტერ სკოტი 1785 წელს ედინბურგის კოლეჯში მივიდა სასწავლებლად. პირველივე სემესტრის შემდეგ ბერძნული ენის მასწავლებელმა განაცხადა, რომ ბიჭი სულელია და ასეთად დარჩება. თავად სკოტი ხვდებოდა, რომ მთელი პრაქტიკული ცოდნა მან მიიღო არა სასწავლო დაწესებულებებში, არამედ თვითგანათლებით.

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, მიუხედავად იმისა, რომ გენიალური კომპოზიტორი იყო, მთელი ცხოვრება შეცდომებით წერდა, უმარტივესი მათემატიკური მოქმედებები - გამრავლება და გაყოფაც - ვერ შეითვისა. ამავდროულად კი შეძლო რამდენიმე უცხოური ენა შეესწავლა.

რუსი პოეტი ალექსანდრე პუშკინი ცარსკოე-სელოს საიმპერატორო ლიცეუმში სწავლისას, არ ყოფილა აბსოლუტური ოროსანი - კარგად იცოდა რუსული და ფრანგული ლიტერატურა და ისტორია. აი არითმეტიკაში კი ძალიან ცუდად ჰქონდა საქმე, ბიჭი ხშირად ტიროდა გაკვეთილებზე, როცა არაფრის გაგება არ შეეძლო.

წყარო: i-fakt.ru