onlain sesxebi - ყველა

როგორ მივიღოთ ნაკლები კალორია - 7 რჩევა

როგორ მივიღოთ ნაკლები კალორია - 7 რჩევა
1. აკონტროლეთ კეჩუპის რაოდენობა. სოუსების უმეტესობა ბევრ შაქარს შეიცავს, ამიტომ თუ თეფშზე ერთი კოვზით ნაკლებ კეჩუპს დაიდებთ, ნაკლებ შაქარსაც მიიღებთ. გემოს გასამძაფრებლად კი შეგიძლიათ მომზადებისას გამოიყენოთ სანელებლები.

2. მზა მდოგვშიც იგივე სიტუაციაა - შაქარს აქაც კი ამატებენ

3. შეცვალეთ მაიონეზი იოგურტით. დანამატების გარეშე, რა თქმა უნდა. თუ გსურთ, დაამარილეთ. აუცილებელია, რომ სამიდან ორ შემთხვევაში მაინც არ გამოიყენოთ მაიონეზი. სოიოს სოუსიც მშვენიერ გემოს მიანიჭებს საკვებს.

4. ნაკლები შაქარი ჩაისა და ყავაში. სჯობს ვანილი დაამატოთ, ან ერთი კოვზი ნამდვილი თაფლი, ის შაქარზე არომატულია და შეუძლია რეცეპტორები მოატყუოს. ყავის დალევა კი მეტი რძითა და ნაკლები შაქრით სცადეთ.

5. გააკეთეთ ბანანის ნაყინი. იყიდეთ მწიფე ბანანი, გაასუფთავეთ და მცირე ნაჭრებად დაყავით. გაყინეთ, შემდეგ კი ბლენდერში დაამუშავეთ. ნაყინი მზადაა. ბანანიც კალორიულია, მაგრამ არა ისე, როგორც პლომბირი.

6. სამზარეულოსთვის იყიდეთ ისეთი დანადგარი, რომელიც ყველსა და ძეხვს საოცრად წვრილ ნაჭრებად დაჭრის. პურზე ორ-ორი ნაჭერი დადეთ, და არა ადრინდელივით ოთხ-ოთხი.

7. ჭამის დროს მოეშვით ტექნიკას, სმარტფონს, ტელევიზორს, კომპიუტერს, თორემ გამოტოვებთ მომენტს, როცა დანაყრებით, და მეტს შეჭამთ.

წყარო: lifehacker.ru