onlain sesxebi - ყველა

5 წამის წესი ნებისმიერი საქმის გაკეთებაში დაგეხმარებათ

5 წამის წესი ნებისმიერი საქმის გაკეთებაში დაგეხმარებათ
რა არის 5 წამის წესი
5 წამის წესი ამბობს, რომ მხოლოდ უნდა დაითვალოთ ხუთიდან ერთის ჩათვლით, რათა დაიწყოთ მოქმედება. მაშინ შეძლებთ იმ საქმის გაკეთებასაც კი, რომელზეც ნებისყოფა და მოტივაცია არ გყოფნით.

როგორ მუშაობს?
ალბათ, მოცემული საშუალება ზედმეტად სასაცილოდ და არარეალურად გეჩვენათ. ხუთი წამის დათვლა და ნებისმიერი რამის გაკეთება? უსარგებლო წესად მოგვეჩვენებოდა. თუმცა პრაქტიკა სულ სხვა რამეს აჩვენებს.

ხუთი წამის წესის ეფექტურობა შეიძლება ორი მიზეზით აიხსნას:

1. თქვენთვის დათვლა რაიმე მოქმედების შესრულებასთან ასოცირდება. როცა ერთამდე დაითვლით, ამას ფინიშად იღებთ. და თუ ამავდროულად იყვირებთ "წინ!" ან "წავიდა!", ეს კიდევ უფრო დაგეხმარებათ ამოცანის შესრულებაში.

2. ცდილობთ არ შეეწინააღმდეგოთ საკუთარ თავს და დაპირება შეასრულოთ. საკუთარ თავზე იღებთ ვალდებულებას, რომ არ მოატყუებთ ვინმე სხვას ან საკუთარ თავს. როცა ვინმეს ეუბნებით, რომ ადრე დგებით, ცდილობთ ასეც გააკეთოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თავს მატყუარად მიიჩნევთ, მიუხედავად იმისა, რომ ის ადამიანი ამას ვერასოდეს გაიგებს.

თუ დათვლისთანავე დაპირდებით საკუთარ თავს საქმის შესრულებას, ეს დამატებით ენერგეტიკულ მუხტს მოგანიჭებთ.

როგორ გამოვიყენოთ
კლასიკური მაგალითი - მაღვიძარარის დარეკვისთანავე ადგომა. იმის მაგივრად, რომ მაღვიძარამ ყოველ 5 წუთში რეკოს, დაითვალეთ ხუთიდან ერთამდე და მაშინვე, დაუფიქრებლად, წამოდექით საწოლიდან.

ხუთი წამის წესი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში გამოგადგებათ. მაგალითად, სცადეთ მისი გამოყენება, თუ:

1. გრძნობთ, რომ შეიძლება აიწყვიტოთ და ვიღაცას უყვიროთ. ამის შემდეგ დამშვიდდებით, საუბრის ტონი კეთილგანწყობილად გარდაიქმნება;

2. არ შეგიძლიათ რაიმე პროექტის დაწყება. თუ ვერანაირად აიძულებთ თავს, შეუდგეს სამუშაოს, დაითვალეთ ერთამდე, გახსენით დოკუმენტი და დაიწყეთ წერა;

3. გეშინიათ დარეკვის. უბრალოდ აკრიფეთ ნომერი და დაიწყეთ საუბარი;

4. ვერ გადაგიწყვეტიათ, მიხვიდეთ თუ არა ექიმთან. თქვენ შიში გაბრკოლებთ, მაგრამ გონება ამტკიცებს, რომ ეს აუცილებელია ჯანმრთელობისთვის.

შეგიძლიათ წესი ისე გამოიყენოთ, როგორც მოისურვებთ. ის დაგეხმარებათ წვრილმანებშიც და სერიოზულ გადაწყვეტილებებშიც.

არასდროს დაივიწყოთ, რომ გზის ყველაზე ძნელი ნაწილი პირველი ნაბიჯია. შემდეგ მიეჩვევით იმას, რასაც აკეთებთ და აღარ შეგეშინდებათ ძნელი ამოცანების.

ზოგიეთ ადამიანს საერთოდ არ აღელვებს ის ფაქტი, რომ შეიძლება უხერხული აღმოჩნდეს ფულის თხოვნა. მუდმივი ვალები და მუდმივად თქვენგან შეწუხებული ადამიანები გარშემო, რომლებიც ცდილობენ თქვენთან სიახლოვეს თავი აარიდონ, რათა უფრო მეტი არ თხოვოთ. ნუთუ არ დაიღალეთ ასე ცხოვრებით? გადადით თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ისესხეთ მარტივად და დააბრუნეთ მარტივად. ასე დროსაც დაზოგავთ, ენერგიასაც და არავის შეწუხება არ მოგიწევთ, ყველა იმეგობრებს თქვენთან და აღარავის შეეშინდება თქვენთან დაახლოების იმის გამო, რომ თანხა არ სთხოვოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა პირველი ნაბიჯია- ანუ არჩევანი, რომელი სესხით სჯობს სარგებლობა. ამას ვერავინ გეტყვით, თუ თავად არ შეაფასეთ მოცემულ სიტუაციაში, რომელი მათგანი აღმოჩნდება საუკეთესო. ამიტომ ეწვიეთ mome.ge -ს, გაეცანით ონლაინ სესხების გარემოცვას, შეადარეთ მათი პირობები ერთმანეთს და აირჩიეთ მხოლოდ საუკეთესო. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ონლაინ დახმარებით, რომელიც 24/7 ზე თქვენს განკარგულებაშია.

წყარო: lifehacker.ru