onlain sesxebi - ყველა

რატომ არ უნდა ვიყიდოთ Xiaomi-ს სმარტფონები

რატომ არ უნდა ვიყიდოთ Xiaomi-ს სმარტფონები
1.MIUI
Xiaomi-ს სმარტფონებში ჩეულებრივი Android-ის ოპერაციული სისტემის მაგივრად აყენია მოდიფიცირებული ვერსია MIUI. თუ არ გიყვართ სმარტფონთან ბევრი წვალება, და გინდათ, რომ უბრალოდ იმუშაოს, მაშინ ეს არ მოგეწონებათ.

პარამეტრებში ძრომიალი მოგიწევთ იმისთვისაც კი, რომ უბრალოდ შეტყობინებები მოვიდეს. შესაძლოა, სმარტფონი უბრალოდ გაჩერდეს, აპლიკაციებმა არასწორად იმუშაოს და ზოგჯერ გამოირთოს.

2. დაბალი ავტონომიურობა
სმარტფონი უზარმაზარი ბატარეებითაა აღჭურვილი. საქმე იმაშია, რომ სისტემა ცუდადაა ოპტიმიზებული და ასეთი ზომების მიუღებლად მოწყობილობა საღამომდე ვერ გაძლებდა.

Xiaomi Mi5 ჩართული შეტყობინებებითა და LTE ინტერნეტით მხოლოდ 3 საათს ძლებდა ჩართულ მდგომარეობაში. ენერგოეფექტური პროცესორისა და 3000 მილიამპერიანი ბატარეისთვის ეს ძალიან ცოტაა. Xiaomi Redmi 4-ს უკვე 4100 მილიამპერი გააჩნია, თუმცა საბოლოო ჯამში ის მხოლოდ ორი საათით მეტს - 5 საათს ძლებს ჩართული ეკრანით.

3. რეკლამა და ვირუსები
Xiaomi პრაქტიკულად არ შოულობს სმარტფონებით ფულს, არამედ ცხოვრობს MIUI-ს, მისი სერვისებისა და მასში ჩატვირთული რეკლამების ხარჯზე. მუდმივად შემაწუხებელი სარეკლამო შეტყობინებების გაჩენა არანორმალურია.

და თუ სმარტფონს არაკეთილსინდისიერი გამყიდველისგან იძენთ, სისტემა შეიძლება საერთოდ დავირუსებული იყოს - გაუგებარი აპლიკაციები, რომლებიც მუდამ რაღაცას იწერენ თქვენს ტელეფონში და ინტერნეტში თავად ძვრებიან. საქმე იმაშია, რომ MIUI-ს ღია საწყისი კოდი აქვს და მასში რაიმეს ჩანერგვა ძალიან მარტივია.

წყარო: lifehacker.ru