onlain sesxebi - ყველა

თვითგანმავითარებელი წიგნების 5 მთავარი იდეა

თვითგანმავითარებელი წიგნების 5 მთავარი იდეა
1. აკონტროლებთ გონებას - აკონტროლებთ ცხოვრებას
ეს წარმატების მიღწევაზე ოდესმე დაწერილი ყოველი წიგნის ფუძეა. ამ მცირე ჭეშმარიტების დამახსოვრება და მისით სვლა არც ისე ადვილია, ჩვენი გონება ხომ ჭირვეული ბავშვივითაა, რომელსაც დისციპლინა სძულს.

2. მოიპოვეთ ძალაუფლება თქვენს ფიქრებზე და მოიპოვებთ კონტროლს მოქმედებებზეც
ფიქრი არ ნიშნავს კეთებას. უმოქმედოდ ვერაფერს მიაღწევთ. ნუ მისცემთ უსარგებლო მსჯელობებს თქვენს თავში უფლებას, მოგწყვიტოთ ნამდვილ მიზანს. იფიქრეთ მხოლოდ მნიშვნელოვანზე, და მოქმედებასაც სწორად შეძლებთ.

3. ფიქრის კონტროლი ყოველდღიურ პრაქტიკას მოითხოვს
თავად გადაწყვიტეთ, როგორ წარიმართება ეს პრაქტიკა. თვითდაჯერება, მედიტაცია, დღიური - ნებისმიერი რამ. მთავარია - ნაბიჯ-ნაბიჯ გადახვიდეთ პოზიტიურ აზროვნებაზე.

4. მიზნის მისაღწევად სასარგებლო უნარ-ჩვევები უნდა გამოიმუშაოთ
ჩვევების საკონტროლებლად უნდა გამოიმუშაოთ სისტემა. 5 კილოგრამის დაკლება მიზანია, დღეში 1 200 კილოკალორიაზე ნაკლების მიღება - სისტემა. თავდაპირველად აირჩიეთ მიზანი, შემდეგ შეიმუშავეთ გეგმა და ყოველდღიურად იმუშავეთ მის მიხედვით. თქვენი ჩვევები განსაზღვრავს თქვენს მომავალს, ამიტომ წინასწარ უნდა იფიქროთ მათზე, დიდი ყურადღებით.

5. რეზულტატი დროს მოითხოვს
ცოტა რამ თუ შეიცვლება ჯადოსნური ჯოხის ერთი მოქნევით. მაგრამ არ დანებდეთ! თუ ყოველდღე მიზნისკენ გააგრძელებთ სვლას, ერთი წლის შემდეგ უკვე კმაყოფილი იქნებით საკუთარი მიღწევებით.

წყარო: lifehacker.ru