onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები ბანკებზე

საინტერესო ფაქტები ბანკებზეფულის პროცენტით გამსესხებლები ჯერ კიდევ ძველ ბაბილონში არსებობდნენ ჩვ. წ-მდე VIII საუკუნეში. და პირველი დაწესებულებები, სადაც ფულს ინახავდნენ, იყო ტაძრები. მაგალითად, ძველი ათენის მაცხოვრებლებს თავიანთ ფული აკროპოლისის ტაძრებში მიჰქონდათ, შუა საუკუნეების ევროპელებს კი სენაკებში.

სიტყვა "ბანკს" აქვს იტალიური წარმოშობა. სიტყვა banco-თი (იტალიურად - სკამი, მაგიდა, ჯიხური) XV - XVI საუკუნეებში, ვენეციის რესპუბლიკაში, აღინიშნებოდა სკამები, სადაც ისხდნენ მევახშეები, იქ ისინი მონეტებსა და საქმიან ქაღალდებს ინახავდნენ. თუ ის თავის ვალდებულებას ვეღარ ასრულებდა და ვეღარ იხდიდა გადასახადებს, სკამს თავზე ამტვრევდნენ. იტალიურიდან banco rotto ("დამტვრეული სკამი") მოდის თანამედროვე სიტყვა "ბანკროტი".

შუა საუკუნეების ევროპაში რომის პაპები მკაცრად კრძალავდნენ ფულის ვალად პროცენტებში გაცემას: მორწმუნეთა ფინანსურ სიძნელეებზე ცხოვრების აწყობა დიდ ცოდვად მიიჩნეოდა. ამიტომ 1179 წელს პაპმა ალექსანდრე III-მ გამოაცხადა გადამცვლელები და მევახშეები უპატიებელ ცოდვილებად და აკრძალა მათი საქმიანობა. გარდა ამისა, მაშინდელი "ბანკირები" არ იმარხებოდნენ ნაკურთხ მიწაზე, ამიტომ მათ, როგორც თვითმკვლელებს, განცალკევებულ სასაფლაოებზე მარხავდნენ.

ქრისტიანობისგან განსხვავებით, იუდაიზმი არ უკრძალავს მორწმუნეებს მევახშეობას, ამიტომ შუა საუკუნეების "ბანკირების" უმრავლესობა ებრაელი იყო. სხვათა შორის, სწორედ ის, რომ მრავალი იუდეველი გადამცვლელი და მევახშე იყო, ხშირად იწვევდა ებრაელების მასობრივ დარბევას, რისი მომწყობებიც უმეტესად გამწარებული მოვალეები იყვნენ.

როგორც ორთოდოქსული ქრისტიანობა, ასევე ისლამიც კრძალავს მევახშეობას. ამიტომ მუსლიმური ქვეყნების ბანკებია რასოდეს ასესხებენ ფულს პროცენტში. ასევე ისლამური ბანკები არ იღებენ დეპოზიტის სახით ფულს, რომელიც მიღებულია ალკოჰოლის, თამბაქოს, პორნოგრაფიისა და ღორის ხორცის გაყიდვით. ამავდროულად, მუსლიმი ბანკირები ცდილობენ, არ ჰქონდეთ შეხება აზარტული თამაშებიდან მიღებულ შემოსავლებთან.

დღეს მოქმედ ბანკთა შორის უძველესი არის იტალიური Banca Monte dei Paschi di Siena. ის გაიხსნა 1472 წელს ქალაქ სიენაში. მანამდე უძველეს დღემდე მოქმედ ბანკად მიიჩნეოდა შვეიცარიული Wegelin & Co, დაარსებული 1466 წელს, თუმცა საქმიანობა მან 2013 წლის იანვარში შეწყვიტა.

ჩრდილოეთი იტალიის ბანკები ფერმერებზე სესხებს ყველის უზრუნველყოფით გასცემენ. პარმეზანის თავებს 2-3 წლის განმავლობაში სპეციალურ საცავში ინახავენ, სანამ იგი არ დაძველდება. თუ ყველის დამმზადებელმა ვერ მოასწრო კრედიტის დაფარვა მანამდე, ბანკი ყიდის ყველს და ინაზღაურებს დანაკლისს.

თანამედროვე შვეიცარიაში მოქმედებს 400 ბანკამდე, რომლებშიც საერთო რაოდენობით 52 ტრილიონი დოლარის ღირებულების თანხა ინახება. უამრავ საბანკო ანგარიშს შორის არსებობს ერთი, რომელზეც 13 შვეიცარიული ფრანკი ინახება, და ის გახსნილია ვალოდია ულიანოვის, ლენინის, სახელზე 1902 წლიდან და დღემდე არ დაცარიელებულა.

წყარო: i-fakt.ru