onlain sesxebi - ყველა

იძულებითი მეგობრობა: რა არის ეს და რატომ უნდა გავთავისუფლდეთ მსგავსი ურთიერთობებისგან

იძულებითი მეგობრობა: რა არის ეს და რატომ უნდა გავთავისუფლდეთ მსგავსი ურთიერთობებისგან
როგორ დაიწყო მეგობრობა და რატომ მთავრდება იგი


როცა ვინმეს პირველად ხვდებით, არ იცით გაქვთ თუ არა საერთო ინტერესები.

შემდეგ უფრო ახლოს ეცნობით, უზიარებთ ერთმანეთს საერთო ინტერესებს, რაც უფრო მეტი ემთხვევა, მით უფრო მტკიცეა მეგობრობა.

საერთო ინტერესები, ჰობი, შესაბამისად, სასაუბროდ მეტი თემა ჩნდება და თქვენც ახლოვდებით.

როცა გარკვეულ საზღვარს მიაღწევთ, დაახლოება წყდება. კარგია, თუ გარკვეული დროის განმავლობაში ყველაფერი ძველებურად რჩება. მაგრამ თუ ახალი საერთო ინტერესები აღარ გაქვთ, ძველი ინტერესები კი შეიცვალა, განშორება გარდაუვალია.

თავად ვერც ერთი ამჩნევთ, ისე შორდებით ერთმანეთს. უფრო იშვიათად ხვდებით, ნაკლებს საუბრობთ, ნაკლებად ურეკავთ და წერთ ერთმანეთს. ასე გაგრძელდება იქამდე, სანამ ურთიერთობა საგრძნობ დისკომფორტს არ გამოიწვევს. ამ შემთხვევაშიც კი ორივეს გაგიჭირდებათ მეგობრობის შეწყვეტა ჩვევის გამო, და გადაიქცევით იძულებით მეგობრებად, რომელთაც ვალდებულების გამო აქვთ მეგობრების სტატუსი.

ასეთი რამ ყველაზე ხშირად ემართებათ ბავშვობის მეგობრებს, ყოფილ კოლეგებს, თანაჯგუფელებს, შეყვარებულებს, რომლებიც მეგობრებად შორდებიან, ადამიანებს, რომლებიც მოგზაურობისას შეხვდნენ, მათ, ვინც თავდაპირველად კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მოგვიანებით კი სხვანაირი აღმოჩნდა.

რა უნდა გავაკეთოთ, თუ მეგობრობამ თავისი თავი ამოწურა

შეიძლება იფიქროთ, რომ მოღალატე ხართ და ყველაფერში თქვენ მიგიძღვით ბრალი, მეგობრობა აღარ არის ისეთი, რადგანაც აღარ ურეკავთ, აღარ ხვდებით, აღარ ესაუბრებით. თქვენ გრცხვენიათ. თუმცა, ეს უნდა შეწყვიტოთ, გაიგეთ, რომ არ არის თქვენი ბრალი და ძალიან კარგი ადამიანი ხართ, უბრალოდ ცხოვრება არასდროს ჩერდება ერთ ადგილას. დრო მიდის, ყველაფერი იცვლება, იცვლება თქვენი დამოკიდებულება საგნებთან მიმართებაში. საღი გონებით შეაფასეთ სიტუაცია და აპატიეთ საკუთარ თავს და გადადგით სერიოზული ნაბიჯი. შეწყვიტეთ კვირაში, თვეში ერთხელ ვალდებულების გამო რეკვა და უაზრო თემებზე საუბრის გაბმა, თქვენ თავსაც იტყუებთ და ძველ მეგობარსაც ატყუებთ, შეწყვიტეთ ყველანაირი ურთიერთობა და დანაშაულის გრძნობაც გაქრება.

წყარო: lifehacker.ru