onlain sesxebi - ყველა

როგორ გაიღეს მოწყალება მილიარდერი როტშილდისთვის

როგორ გაიღეს მოწყალება მილიარდერი როტშილდისთვის XIX საუკუნის ფრანგი ბანკირი ჯეიმს როტშილდი ქვეყანაში სიმდიდრით მეორე კაცი იყო, მხოლოდ მეფეს ჩამორჩებოდა. ის აფინანსებდა მსხვილ პროექტებს, მაგალითად, ფრანგული რკინიგზის მშენებლობას. მას ხშირად სტუმრობდნენ ევროპელი მონარქები, ასევე საფრანგეთის ეროვნული ბანკი.

ჯეიმს როტშილდი პირადად იცნობდა გავლენიან ფრანგ მაღალჩინოსნებს და თავს არ იკავებდა ქრთამებისგან, რათა როგორმე მოეპოვებინა შესაძლებლობა რომელიმე მნიშვნელოვან ფინანსურ პროექტში მონაწილეობისა. თუმცა როტშილდს კიდევ ჰქონდა ერთი გატაცება - ნახატებისა და ხელოვნების სხვა ნიმუშების კოლექციონირება.

ჯეიმსის კარგი მეგობარი იყო არი შეფერი - ფრანგი ფერმწერი, რომლისგანაც როტშილდი არამარტო ყიდულობდა ნახატებს, არამედ ხშირად პოზირებდა კიდეც. და ერთი ასეთი სეანსისას როტშილდს საინტერესო რამ შეემთხვა, რომელზეც 1870 წელს გაზეთ "ფიგაროს" ერთ-ერთმა მკითხველმა წერილი გამოაქვეყნა.

მკითხველი იხსენებდა, რომ მრავალი წლის წინ შეფერის სახელოსნოში შევიდა, სადაც მხატვარი იმ დროისათვის მორიგ ტილოზე მუშაობდა. სახელოსნოში იმყოფებოდა კიდევ ერთი ღარიბი, რომლის სახეც ისეთი საცოდავი იყო, სტუმრის გულმა ვერ გაუძლო და მას ერთი ლუიდორი (ფრანგული ოქროს მონეტა) გაუწოდა.

გავიდა 10 წელი. პარიზელს, სავარაუდოდ, უკვე დიდი ხნის დავიწყებული ჰქონდა ეს ამბავი, მაგრამ მოულოდნელად მის მისამართზე მოვიდა უცნაური წერილი 10 000-ფრანკიან ჩეკთან ერთად. წერილში ეწერა: "მოწყალე ბატონო! ოდესღაც თქვენ ლუიდორი გადაეცით ბარონ როტშილდს არი შეფერის სახელოსნოში, ის მან ბრუნვაში ჩაუშვა და გიგზავნით მცირე კაპიტალს, რომელიც თქვენ მას ანდეთ, პროცენტებით. კეთილ საქმეს ყოველთვის ბედნიერება მოაქვს. ბარონი ჯეიმს როტშილდი".

მფლობელი იმდენად გაკვირვებული იყო ასე უცბად ამხელა ქონების მიღებით, რომ იფიქრა, ეს რაიმე ხუმრობა იყო, და თავად ესტუმრა როტშილდს, რომელიც მაშინ ორ მილიარდ ფრანკს ფლობდა. მილიარდერმა დაამოწმა ჩეკის ნამდვილობა, მეტიც, აჩვენა თავისი ჩანაწერებით, თუ სად დებდა იმ მოწყალების ლუიდორს და უხსნიდა, როგორ გადაიქცა ერთი მონეტა 10 წელიწადში 10 000 ფრანკად.

წყარო: i-fakt.ru