onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები Adidas-ის შესახებ

საინტერესო ფაქტები Adidas-ის შესახებ საინტერესოა, რომ სპორტული ინვენტარის წარმოება ახალგაზრდა ადოლფ დასლერმა დიდი გაჭირვების დროს დაიწყო: პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, გერმანიაში ყველაფერი განადგურებული იყო. იმისთვის, რომ როგორმე თავი ერჩინა, ადოლფმა დაიწყო ფეხსაცმლის ძველი სამხედრო ფორმებისა და საავტომობილო საბურავებისგან კერვა.

1924 წელს ძმებმა ადოლფ და რუდოლფ დასლერებმა გახსნეს "ძმები დასლერების ფეხსაცმლის ფაბრიკა". უკვე მომდევნო წელს კომპანიამ დაიწყო უჩვეულო "ეკლებიანი" საფეხბურთო ბუტსის წარმოება. ადოლფმა, ფეხბურთის მოყვარულმა, გადაწყვიტა, რომ სპორტსმენები სრიალა ბალახზე ასე უფრო მყარად იდგებოდნენ და ირბენდნენ. პირველი პარტიისთვის ეკლები ნაცნობმა მჭედელმა დაამზადა.

1927 წელს ძმების წარმოებაში უკვე მუშაობდა 25 ადამიანი, რომლებიც დღეში 100-მდე წყვილის შეკერვას ახერხებდნენ.

1928 წელს ამსტერდამის ოლიმპიურ თამაშებში ზოგიერთი სპორტსმენი დასლერთა ფაბრიკაში დამზადებული ფეხსაცმლით გამოვიდა. ეს დიდ სპორტულ არენაზე მათი პირველი გამოსვლა იყო.

მეორე მსოფლიო ომში ძმები ფრონტზე გაუშვეს. თუმცა ადოლფი მალევე დააბრუნეს ფაბრიკაში, რომელიც გერმანელი ჯარისკაცებისთვის სავარჯიშო ტანსაცმელს ამზადებდა. აი მისი ძმა კი მხოლოდ ომის შემდეგ დაბრუნდა, სამხედრო ტყვეების ბანაკიდან.

1948 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, ძმებმა იჩხუბეს და კომპანია ორად გაყვეს. ადოლფმა ახალ ფირმას Addas (ადი დასლერი) უწოდა, რუდოლფმა კი - Ruda. დასახელებები მალე შეიცვალა: Addas-ი Adidas-ად, Ruda კი Puma-დ გადაკეთდა. ორმა ახალმა საწარმომ დაიწყო ერთმანეთთან კონკურირება.

Adidas-ის ერთ-ერთი ახალი ნაწარმი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა. 1954 წელს გერმანული გუნდი პირველად გამოვიდა ბუტსებში, მოსახსნელი ეკლებით. ფინალური მატჩის დროს, როცა გერმანელები უნგრეთის ნაკრებს ხვდებოდნენ, წვიმა წამოვიდა, შესვენებაზე გერმანელებმა უფრო გრძელი ეკლები დაიმაგრეს, რაც უპირატესობას აძლევდათ წვიმიან ამინდში, სრიალა მდელოზე. უნგრელები კი მუდამ ეცემოდნენ სველ ბალახზე.

1960 წლის რომის ოლიმპიადაზე მსუბუქი ათლეტების 75% უკვე Adidas-ის ფეხსაცმელს იყენებდა.

ლეგენდარული ფირმის დამაარსებელი ადოლფ დასლერი გარდაიცვალა 1978 წელს, 78 წლის ასაკში. იმ დროისათვის მისი საწარმოები წელიწადში უკვე 45 მილიონი წყვილის შექმნას ახერხებდნენ.

1979 წელს კომპანია აზიაშიც გამოჩნდა.

წყარო: i-fakt.ru