onlain sesxebi - ყველა

როგორ დავიცვათ თავი ქალაქური სმოგისა და მტვრისგან

როგორ დავიცვათ თავი ქალაქური სმოგისა და მტვრისგან

სმოგს უწოდებენ მტვრით, ბოლით, ჭვარტლითა და გამონაბოლქვით ავსებულ ჰაერს. ატმოსფეროს დაბინძურებაში თავისი დიდი წვლილი შეაქვს ტყის ხანძრებსაც.

სმოგის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ კომპონენტად მიიჩნევა ნახშირბადის მონოოქსიდი (CO). ეს ნახშირმჟავური გაზია და იგი შხამიანია. ნახშირბადის მონოოქსიდი აფერხებს ჟანგბადის სისხლით გადატანის პროცესს და დიდი კონცენტრაციით იწვევს სიკვდილს. არც მტვერს, ტოქსინებს და მძიმე მეტალების მარილებია ჯანმრთელი საზრდო ორგანიზმისთვის.

სმოგ იწვევს სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებების გამწვავებას. დიდ ქალაქში ერთი შეხედვით უბრალო მტვერიც კი სახიფათოა. მის შემცველობას ლაბორატორიული ანალიზის გარეშე ვერ გაარკვევ. ამიტომ, ღია ფანჯრიდან შემოსული უბრალო მტვერიც კი შეიძლება შეიცავდეს იმავე ტოქსინებს, მძიმე მეტალის მარილებსა და ძლიერ ალერგენებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოს ქალაქების 80%-ში ჰაერი არ შეეთავსება ნორმატივებს.

და როგორ დავიცვათ თავი სმოგისა და მტვრისგან?

1. შეამოკლეთ გასეირნებები
დაკვამლიანების პერიოდში, თუ რაიმე მნიშვნელოვანი საქმე არ გაქვთ, ჯობს გარეთ არ გახვიდეთ. ეს განსაკუთრებით განთიადის საათებს ეხება. დილით სმოგის კონცენტრაცია ატმოსფეროს დაბალ ფენებში უფრო მაღალია, ვიდრე დღის დანარჩენ საათებში.

2. სვით წყალი, და არა ალკოჰოლი
წყალი დაგეხმარებათ მარილების ბალანსის აღდგენასა და გაუწყლოების შეჩერებაში. ასევე გამოდგება მწვანე ჩაი და ხილის სასმელები. ალკოჰოლი და გაზიანი სასმელები, პირიქით, სითხეს გამოდევნიან.

3. იკვებეთ სწორად
მძიმე და ცხიმოვანი საკვებებისგან თავის შეკავება უმჯობესია, მისი გადამუშავება ორგანიზმს ართმევს ბევრ ძალას, რომელსაც იგი მავნე ნივთიერებების გადამუშავებაში გამოიყენებდა. აირჩიეტ პროდუქტები, რომლებიც მარტივად გაიწოვება, მიირთვით ხილ-ბოსტნეული. ანტიოქსიდანტებით სავსე საკვები დაგეხმარებათ ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაში.

4. არ მოწიოთ
ახლა ფილტვებს არც ისე კარგი დრო დაუდგათ. სიგარეტის კუპრი ორმაგად დატვირთავს ორგანიზმის ბუნებრივ ფილტრს. განსაკუთრებით არაა რეკომენდებული დახურულ შენობაში მოწევა. მით უმეტეს, რომ მოწევა ისედაც არ არის რეკომენდებული, ჯანმრთელობის დასაცავად არამარტო დაკვამლიანებისას, არამედ არასდროს უნდა მოწიოთ.

5. გამოიყენეთ ნიღაბი
მაქსიმალური დაკვამლიანების პერიოდებში ყველაზე კარგია რესპირატორის გამოყენება, რომელიც განკუთვნილია მტვრის, ბოლის, სმოგისა და სხვადასხვა გაზებისგან თავდასაცავად.

სასუნთქი ორგანოების დაცვა სველი სახვევითაც შეიძლება. ეს არც ისე ეფექტურია, თუმცა არაფერზე უკეთესი ნამდვილად არის.

წყარო: lifehacker.ru