onlain sesxebi - ყველა

რატომ არის მოგება წარმატებული ბიზნესის მთავარი მაჩვენებელი

რატომ არის მოგება წარმატებული ბიზნესის მთავარი მაჩვენებელი

ილუზიები, რომლებიც წარმატებული ბიზნესის შეფასებაში ხელს

1. აუცილებლად მუდამ უნდა იზრდებოდეს
მწარმოებლები თავიანთი ბიზნესის მასშტაბებით არიან დაკავებულნი. მიიჩნევენ, რომ რაც უფრო დიდია ის, მით მეტია შემოსავალიც. თუმცა ეს არასწორია.

გიორგის ჰქონდა ავეჯის მაღაზია ქალაქის ცენტრში. მწარმოებელი სტაბილურად იღებდა 6000 ლარს თვეში. მაგრამ მას არ ეყო. გადაწყვიტა კიდევ ორი მაღაზია გაეხსნა ცენტრში. მოსახლეობა მეტია, შემოსავლებიც, ადამიანებიც უფრო აქტიურები არიან - ესე იგი, გაყიდვები აიწევს, მოგება გაიზრდება. მაგრამ რაღაც ისე ვერ წავიდა.

ახალი წერტილების გახსნამდე, გიორგიმ გათვალა მხოლოდ შემოსავლების გაზრდა. ახალ გასავალზე არც ერთი წამით დაფიქრებულა, ის კი დიდი აღმოჩნდა. საქონლის ტრანსპორტირება, ახალი საწყობები, მაღაზიების გახსნის ხარჯები, ქირა, ხელფასები - ყველაფერს ფული სჭირდება. გარდა ამისა, ქალაქში კონკურენტებიც არიან.

მთელი წლის მუშაობის შემდეგ მაქსიმალური თვიური მოგება ცენტრში მხოლოდ 600 ლარს შეადგენდა. მაგრამ გიორგი სერიოზულად უნდა დაფიქრდეს, ღირს თუ არა მხოლოდ 600 ლარისთვის ამდენი წვალება.

ბიზნესის მასშტაბი შესაძლოა გვაოცებდეს, ამავდროულად კი მოგება მიზერული იყოს.

2. რაც უფრო დიდია ბრუნვა, მით უფრო წარმატებულია ბიზნესი
მწარმოებლებს უყვართ ბიზნესის ბრუნვით შეფასება. იმას კი, სადამდეც ბრუნვას მივყავართ, საერთოდ ივიწყებენ.

გიორგი ვაჭრობს საოფისე ავეჯით. თვეში ბიზნესის ბრუნვა 300 000 ლარია. გიორგიმ გადაწყვიტა ყოველთვიურად თავისთვის 15 000 ლარი დაიტოვოს.

ფინანსურმა ანგარიშებმა აჩვენა, რომ ასეთი გასავალი ბიზნესს დააზიანებს. დიახ, შემოსავალი არის, თუმცა ის 16000 ლარს არ აღემატება. მყიდველთა რეგულარული წინასწარი გადახდების გამო იქმნებოდა ილუზია, თითქოს ის მეტია. კლიენტები იხდიდნენ, საქონელს კი 12 დღის შემდეგ იღებდნენ, ამიტომ სალაროში ბევრი ფული გროვდებოდა. თუმცა, სინამდვილეში, ამ თანხის დიდი ნაწილი მომწოდებლებისთვის იყო განკუთვნილი.

გიორგის რომ სასურველი თანხის აღება დაეწყო, აღარ გამოიყოფოდა ფული განვითარებისთვის, ბიზნესი თანდათან გახდებოდა არამომგებიანი. და გამოვიდოდა. ასე გამოდის, რომ ბრუნვა დიდია, შემოსავალი კი მნიშვნელოვნად ნაკლები.

3. მთავარია მარკეტინგში ჩაჯდეს
მარკეტინგული მაჩვენებლები მხოლოდ მარკეტოლოგთათვისაა განკუთვნილი. ბიზნესის ეფექტურობის გარკვევაში კი ეს ვერ დაგვეხმარება.

მაგალითად ავიღოთ ისევ გიორგი: მას სასაჩუქრე ინტერნეტ მაღაზია აქვს. 8 მარტამდე ერთი კვირით ადრე რეკლამისათვის გამოყო 10 000 ლარი. უამრავი შეკვეთა წამოვიდა, მიტანას ძლივს ასწრებდნენ. 7 და 8 მარტს კიდევ 15000 ლარი დაიხარჯა რეკლამაში. მარკეტოლოგმა ერთ კვირაში 2 000 შეკვეთა გამოთვალა.

9 მარტს გიორგიმ საზეიმო პერიოდის რეზულტატი გამოთვალა. გამოვიდა 7500 ლარიანი წაგება, იმის გამო, რომ ძალიან ბევრი დაიხარჯა რეკლამაზე. სამაგიეროდ მარკეტინგის კუთხით ყველაფერი შესანიშნავადაა, გაყიდვების რაოდენობით ნამდვილად იტრაბახებდა.

მწარმოებლებს ხშირად ავიწყდებათ ყველაზე მთავარი - მოგება

ბიზნესის ეფექტურობა უნდა ფასდებოდეს მოგებით. დანარჩენი მაჩვენებლები - მხოლოდ შუალედური ეტაპია მთავარისკენ.

საკუთარი ნამუშევრის სწორად შეფასებისთვის, მწარმოებელს სჭირდება ინსტრუმენტი, რომელიც შუალედურ მაჩვენებლებს მოგებასთან დააკავშირებს, - ფინანსური მოდელი.

მასში შედის ისეთი საკვანძო მაჩვენებლები როგორიცაა: კონვერსია, საშუალო ჩეკი, კუთრი ფასი. ფინანსური მოდელი კი აჩვენებს, როგორ აძლიერებს ამ მაჩვნებლების ზრდა შემოსავალს.

ფინანსური მოდელი არ მუშაობს ბიზნესის ხელმძღვანელის ანალიტიკის გარეშე. მაგალითად, გამოთვალეთ, რამდენს მოუტანს ბიზნესს 5 000 სტუმარი 24 საათში და დაინახეთ, რომ შემოსავალი გაიზრდება 10 000 ლარით. გამოუცდელი ხელმძღვანელი მაშინვე მარკეტოლოგთან გაიქცევა და დავალებას მისცემს, გონიერი კი ჯერ ფასს გაიგებს. იქნებ 5 000 სტუმარი ბიზნესს 15000 ლარი უჯდება? მაშინ სხვა გზა უნდა მოინახოს მოგების გასაზრდელად.

ჩვენ მიერ მოყვანილ მაგალითებს რომ ფინანსური მოდელი გამოეყენებინათ, თავის დროზე დაინახავდნენ იმ რისკებს, რაზეც მიდიოდნენ და ამდენს აღარ წააგებდნენ.

მომენტი, როდესაც უხერხულობისგან იწვი და არ იცი როგორ მოიქცე. ყველაზე ხშირად ასეთი სიტუაციები ფინანსების არასაკმარისი რაოდენობით არის გამოწვეული, მაგალითად შემთხვევითი შეხვედრა ძველ მეგობართან, თანამშრომელთან ან პარტნიორთან, კაფე, ფინჯანი ყავა, ანგარიში, საფულე კი ცარიელია. ალბათ ერთხელ მაინც გამოუცდია ყველას ასეთი შემთხვევა. სწორედ ამიტომ უხერხულობისგან თავის დაღწევის მარტივი გზა თქვენი ოლაინ ფინანსური პარტნიორია, ონლაინ სესხი, რომელიც მომენტალურად შეძლებს თანხის სესხებას. თანაც ისე, რომ მხოლოდ სმარტფონზე რამდენიმე ქლიქი დაგჭირდებათ და თანხა პირდაპირ თქვენს საბანკო ბარათზე დაირიცხება. დიახ, ასე მარტივად, შემდეგ კი აღნიშნულ ვალდებულებას 30 დღის თავზე დაფარავთ, ან გადაავადებთ სასურველი ვადით. ასეთი ფინანსური პარტნიორის შესარჩევად გირჩევთ mome.ge -ს ეწვიოთ,რომელიც წარმოგიდგენთ სწრაფი სესხების თითქმის სრულ ნუსხას. აქ თქვენ შეძლებთ მათი პირობების ერთმანეთთან შედარებას, ბენეფიტების განსაზღვრასა და საუკეთესოს შერჩევას. ასევე შეძლებთ ონლაინ კონსულტაციის გავლას და ბლოგის კითხვას. შეადარეთ ჩვენთან და აირჩიეთ საუკეთესო!

წყარო: lifehacker.ru