onlain sesxebi - ყველა

5 მავნე ფინანსური ჩვევა

5 მავნე ფინანსური ჩვევა
1. სვამთ იაფ ალკოჰოლს
ალკოჰოლის მიღება ზოგადად აზიანებს ჯანმრთელობას (და ნებადართულია მხოლოდ 18 წლიდან), კიდევ უარესია იაფი სასმელის მოხმარება. თუ გსურთ, უმჯობესია ძვირადღირებული შეარჩიოთ, ჯანმრთელობის გაუარესებას სჯობს იშვიათად, მაგრამ სიამოვნებით დალიოთ.

2. არ აგროვებთ ბონუსებს
30 წლამდე ახალგაზრდა ადამიანები უკვე იწყებენ სხვა ქალაქებსა და ქვეყნებში მოგზაურობას. რაც უფრო ადრე გახდებით ავიაკომპანიებისა და სხვა ორგანიზაციების ლოიალობის პროგრამის მონაწილეები, მით მეტი ბონუსის მიღებას მოასწრებთ. ეს ეხება ბანკებსაც, მაღაზიებსაც და ყველა სხვა სერვისს.

3. არ შეგიძლიათ მომზადება
თუ სტუდენტურ დროს ნახევარფაბრიკატების შეძენა და შეთბობა მიკროტალღურ ღუმელში დაშვებულია, როცა გაზრდას იწყებთ, აუცილებლად უნდა ისწავლოთ მომზადებაც. ეს უნდა იყოს ჩვევა, და არა იშვიათი გამონაკლისი.

4. არ იცავთ თქვენს ჯანმრთელობას
აუცილებლად უნდა ისწავლოთ სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე ანალიზის ჩაბარება. ნუ შეგრცხვებათ ამის. ასევე ეცადეთ 3 წელიწადში ერთხელ მაინც გაიაროთ გამოკვლევები სერიოზულ დაავადებებზე, ასევე ნუ შეგეშინდებათ მცირე მიზეზის გამო ექიმთან ვიზიტის. თუ ეს მცირე მიზეზი დიდ პრობლემად გარდაიქმნა, შეიძლება მთელი თქვენი დანაზოგი შეიწიროს.

5. არ აგროვებთ თანხას საპენსიო ასაკისთვის
ახალგაზრდობაშივე უნდა დაიწყოთ ფულის გადადება საპენსიოდ. გამოიკვლიეთ ინსტრუმენტები, რომლებიც საშუალებას მოგცემენ საშუალო მოგება ნახოთ მცირე რისკებით. ეს შეიძლება იყოს ინვესტიცია უძრავ ქონებაში, ფასიანი ქაღალდები და ა.შ.

წყარო: sravni.ru