onlain sesxebi - ყველა

5 რამ სამყაროში, რაზეც ზუსტი და საიმედო პასუხი დღემდე მეცნიერებსაც არ აქვთ

5 რამ სამყაროში, რაზეც ზუსტი და საიმედო პასუხი დღემდე მეცნიერებსაც არ აქვთ
1. სიზმრები
ყოველი ჩვენგანი ხედავს სიზმრებს და ცდილობს გაარკვიოს, რას უნდა ნიშნავდეს ეს. მაგრამ მეცნიერებას მოცემულ პროცესზე დღემდე არც ერთი თეორია აქვს. ზოგი ამბობს, რომ დღის განმავლობაში დაგროვებული ქიმიური ნივთიერებები ძილის დროს ირევა და სიზმრებს წარმოქმნის. სხვა თეორია ამბობს, რომ სიზმრები ტვინის "გადატვირთვაში" გვეხმარება. ზოგიც ამტკიცებს, რომ სიზმრებში ჩვენი ტვინის ელექტრულ აქტივობას ვხედავთ. მოკლედ, ერთი ზუსტი პასუხი არავის გააჩნია.

2. სიკვდილი
კიდევ ერთი დიდი გამოცანა, დღესაც ხომ არავინ იცის, რა მოსდის ჩვენს ორგანიზმს სიკვდილის შემდეგ, ამასთან დაკავშირებით კი მეცნიერებს პასუხზე მეტი კითხვა აქვთ. აქ უნდა ვახსენოთ "სიკვდილისპირა მდგომარეობებიც" - ეს ადამიანის სუბიექტური მდგომარეობებია, რომლებიც მოდის სიცოცხლისთვის ძალიან საშიშ მოვლენებთან ერთად, როდესაც ადამიანი გადარჩება. ზოგიერთი ხედავს სინათლეს, მუსიკას, მუნჯები საუბარს იწყებენ, ყრუები - სმენას, მაგრამ ყველაფერ ამას ჰალუცინაციას ვერ დავარქმევთ. რეანიმატოლოგიის სპეციალისტი, დოქტორი სემ პარნია, ამტკიცებს, რომ ჩვენი გონება სიკვდილის შემდეგ 10 საათის განმავლობაში აგრძელებს ფუნქციონირებას, ასე რომ ჩვენ ვიგებთ, რა არის სიკვდილი.

3. სიცოცხლე
ჯერ კიდევ გაურკვეველია, საიდან აღმოჩნდა სიცოცხლე დედამიწაზე. ყველაფერი დაიწყო იმ მომენტიდან, როცა ქიმიურმა ნივთიერებებმა უფრო რთულ რეაქციებში შესვლა დაიწყეს. მაგრამ რატომ მოხდა ეს, არავინ იცის.

4. სამყარო
დაკვირვებიდან ვიცით, რომ სამყარო მუდამ ფართოვდება. და რაც უფრო შორსაა, მით უფრო სწრაფად ხდება ეს პროცესი. მაგრამ მეცნიერებმა დღემდე ვერ გაიგეს ამ მოვლენის მიზეზი. ერთადერთი, რითაც შეიძლება ეს ავხსნათ, არის "ბნელი ენერგია". თუმცა რას წარმოადგენს ის თავად და რისთვისაა საჭირო, არავინ იცის.

5. ხელოვნება
ჰკითხეთ ხელოვანებს, რატომ ქმნიან ხელოვნების ნიმუშებს, და თქვენ, დიდი ალბათობით, გაუგებარ, არათვალსჩინო პასუხს მოისმენთ. განა იმიტომ, რომ ისინი რაიმეს გიმალავენ, არამედ იმიტომ, რომ ამის ახსნა ნამდვილად ძალიან ძნელია. იფიქრეთ თავად: პირველყოფილ ადამიანებს არ ჰქონდათ კლდეებზე ხატვის მიზეზი. ეს არ ათბობდა მათ, არ კვებავდა, არ აძლევდა უპირატესობებს. მაშინ რატომ აკეთებდნენ ამას? არავინც იცის. ერთადერთი, რაც ვიცით, არის ის, რომ ადამიანებს სამახსოვროდ რაღაცის დატოვება სურთ.

ონლაინ სერვისებით სარგებლობა საგრძნობლად ამსუბუქებს ცხოვრებას. ჩვენ აღარ გვიწევს დროისა და ენერგიის ირაციონალურად გაფლანგვა. ან ზუსტად ვიცით რა გვსურს და სად უნდა მივიღოთ ის, ან მარტივად შევდივართ ონლაინ სივრცეში და ყველა შეკითხვაზე პასუხი 5 წუთში ჩვენია. ასეთივე პროგრესი განიცადა ფინანსური პრობლემების მოგვარების პროცესმა. თანხის სასესხებლად სულაც აღარ არის საჭირო ფილიალებში მისვლა, რიგში დგომა, სხვადასხვა ბიუროკრატიული პროცედურების გავლა. ახლა შეგიძლიათ საერთოდ არ გამოხვიდეთ სახლიდან, ან სამსახურიდან და ასე, რამდენიმე წუთში მიიღოთ სასურველი თანხა. როგორ? ონლაინ სესხების მეშვეობით. შეავსეთ განაცხადი ონლაინ და მიიღეთ 50 -დან 3000 ლარამდე თანხა 10-15 წუთში. ეს არის ყველაზე ეფექტური, ყველაზე სწრაფი და კომფორტული გზა თანხის სასესხებლად. სასურველი და იდეალური ვარიანტის შერჩევას mome.ge -ზე შეძლებთ, სადაც წარმოდგენილია თითქმის ყველა ონლაინ კრედიტი. შეადარეთ ისინი ერთმანეთს და აირჩიეთ მხოლოდ საუკეთესო!

წყარო: onedio.ru