onlain sesxebi - ყველა

როგორ გაჩნდა საპარსი "ჟილეტი"

როგორ გაჩნდა საპარსი "ჟილეტი"
ამერიკელმა გამომგონებელმა კინგ ჟილეტმა 1904 წლის ნოემბერში დააპატენტა უსაფრთხო საპარსი, რომლის პირიც მარტივად იცვლებოდა. იმ დროისათვის ჟილეტი უკვე 50 წლის იყო, მსგავსი საპარსის შექმნაზე კი ის 10 წელზე დიდ ხანს ფიქრობდა.

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ჟილეტს საპარსის პირი დაუბლაგვდა. ამის გამოსასწორებლად, ის მლესავთან უნდა წაეღო, დაეხარჯა დრო და ფული. ამ მომენტში კინგმა იფიქრა იმაზე, რომ კარგი იქნებოდა ჰქონოდა საპარსი ცვლადი პირებით.

მან საკმაოდ სწრაფად მოიფიქრა: როგორი გარეგნობა უნდა ჰქონოდა კორპუსს. T-ს მსგავს სახელურზე მაგრდებოდა პირი დამჭერების საშუალებით. რამდენიმე წამში ძველი პირი ახლით შეიცვლებოდა. მაგრამ მთავარი პრობლემა იყო ის, თუ სად უნდა ეშოვა ფოლადი, რომელიც იქნებოდა მყარი და წვრილი? და, რაც მთავარია, იაფი, რათა პირის საფასურს მლესავის საფასურისთვის არ გადაეჭარბებინა.

საჭირო ფოლადის დამზადება შეძლო ინჟინერმა უილიამ ნიკერსონმა, კინგ ჟილეტს კი ახლა უნდა ეპოვა მხოლოდ ინვესტორები, რომლებიც მზად იქნებოდნენ ფული ჩედოთ პერსპექტიულ, თუმცა სარისკო, პროექტში. ეს პრობლემა მან მარტივად გადაჭრა. სიმართლე ვთქვათ, ასეთი გამოსადეგი გამოგონება მყიდველებმა არც ისე სწრაფად დააფასეს: პირველ წელს მხოლოდ რამდენიმე ათეული საჭერი და შემცვლელი პირი გაიყიდა.

აქაც იპოვა ჟილეტმა გამოსავალი - მან საჭერების გაყიდვა კუთრ ფასზე ბევრად ნაკლებად დაიწყო. რამდენიმე ხანში კი მომხმარებელს ახალი პირის ყიდვა უწევდა, სხვაგვარად საჭერი უსარგებლო იყო. და აი ზუსტად საპარსის პირებზე შოულობდა კინგ ჟილეტი ფულს.

მალე ჟილეტი მთელს ამერიკაში გახდა ცნობილი, მისი პროდუქცია საკმაოდ დიდი მოთხოვნით სარგებლობდა. ის იცნობდა ქვეყნის პირველ პირებს და ხუმრობითაც კი შესთავაზა თეოდორ რუზველტს, საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ, გამხდარიყო მისი კომპანიის არიზონის ფილიალის მთავარი. თუმცა რუზველტიც არ ჩამორჩა და განაცხადა, რომ არ ენდობოდა ადამიანს, რომელიც აწარმოებდა საპარსს, თვითონ კი ულვაშებს ატარებდა.

პირველმა მსოფლიო ომმა კინგ ჟილეტს მილიონობით დოლარი აშოვნინა, მხოლოდ 1917 წელს ამერიკულმა არმიამ 36 000 000 საპარსი პირი იყიდა. ომის წლებში კი ჯარისკაცები მიეჩვივნენ საჭერის გამოყენებას და უკვე მშვიდობის დროს აგრძელებდნენ ჟილეტის საპარსის ყიდვას.

1932 წელს, სიცოცხლის ბოლო წლებში, ჟილეტმა სიამაყიტ განაცხადა, რომ მისი გამოგონებით სარგებლობდა ყველა, ნორვეგიის ჩრდილოეთიდან საჰარას უდაბნომდე.

წყარო: i-fakt.ru