onlain sesxebi - ყველა

3 ნაბიჯი, რომლითაც მიტოვებულ მიზანს მიაღწევთ

3 ნაბიჯი, რომლითაც მიტოვებულ მიზანს მიაღწევთ

1. ხელახლა შეაფასეთ
სავარაუდოდ, იყო რაღაც მიზეზი, რის გამოც მიზან მიატოვეთ. დაფიქრდით, რატომ მოხდა ეს და რისი მიღწევა გსურთ ახლა. გასაწევი სამუშაოს დიდი ნაწილი ახლა სწორი მიზნის არჩევაა.

დარწმუნდით, რომ ეს აქტუალური მიზანია თქვენთვის და მისი რეალიზაციისათვის საჭირო მომენტიც ახლაა.

დაფიქრდით, გაქვთ თუ არა ახლა დრო მის მისაღწევად.

დააკვირდით, რომ ის წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს თქვენს ღირებულებებთან.

ჩვენ ვირჩევთ მიზანს იმიტომ, რომ ყველა ასე აკეთებს. გვგონია, რომ ჩვენც უნდა მივაღწიოთ მას. მაგრამ თქვენ ვერ მიაღწევთ წარმატებას, თუ მოცემულ მომენტში ეს მიზანი უბრალოდ თქვენი არ არის.

2. გამოიყენეთ დედლაინი, როგორც მოტივაცია
როცა დრო შეზღუდულია, რეალისტურად აფასებთ საკუთარ შესაძლებლობებს. დაფიქრდით, რისი მიღწევა გსურთ წლის ბოლომდე. რა გვგონია შესრულებადად და მომხიბლავად, და რა შეუძლებლად? ამ კითხვაზე პასუხი დაგეხმარებათ კონცენტრირებაში და დარჩენილი დროის სწორად გამოყენებაში. გამოიყენეთ დედლაინი, რათა მოტივაციით დაიტვირთოთ.

3. დახარჯეთ დრო და ენერგია გონიერად
ისწავლეთ ზოგიერთი ამოცანის დელეგირება და დაკავდით მხოლოდ უმნიშვნელოვანესით.

დააკვირდით, დროის რომელ მონაკვეთში მუშაობთ საუკეთესოდ, და მიუძღვენით ეს დრო საქმეებს, რომლებიც თქვენგან განსაკუთრებულ პროდუქტიულობას ითხოვს/ და ნუ გაკიცხავთ საკუთარ თავს იმის გამო, რომ ყველაფერს თავიდან იწყებთ. არ დახარჯოთ ამაზე ენერგია, უმჯობესია ის მიზნის მისაღწევად გამოიყენოთ.

წყარო: lifehacker.ru