onlain sesxebi - ყველა

როგორ აგზავნიდნენ ამერიკელები ბავშვებს ფოსტით

როგორ აგზავნიდნენ ამერიკელები ბავშვებს ფოსტით
და თქვენ იცით, რომ XX საუკუნის დასაწყისში აშშ-ში ბავშვების გაგზავნა ფოსტით შეიძლებოდა, ეს მომსახურება კი დოლარზე ნაკლები ღირდა, მატარებლის ბილეთზე 10-ჯერ ნაკლები. ბავშვს "ფუთავდნენ" სპეციალური საფოსტო ჩანთით, ადებდნენ მის ტანსაცმელს შტამპს და გზავნილი დანიშნულების ადგილამდე მიჰქონდათ. გზაში ბავშვს საფოსტო კურიერები უვლიდნენ.

1913 წელს აშშ-ში გამოვიდა "კანონი ფოსტაზე", რომელიც გახდა კარგი სტიმული ქვეყნის ეკონომიკისთვის. ამერიკელებს შეეძლოთ პროდუქტები, ტანსაცმელი, ხორბალი, თამბაქო და წამლები ფოსტიტ შეეკვეთათ, გზავნილები კი უკვე პირდაპირ შემკვეთის სახლამდე მიჰქონდათ. თუმცა კანონმდებლებს არ გაუთვალისწინებიათ ყოველი დეტალი, რითაც ზოგიერთმა ეკონომიურმა ეშმაკმა ისარგებლა.

ფოსტით შეეძლოთ გადაეტანათ არამარტო ჩვეულებრივი პროდუქტი, არამედ ცოცხალი არსებაც 50 ფუნტამდე (22,68 კგ). ეს იყო სოფლის მაცხოვრებელთათვის, რათა მათ ქათმების გადაყვანა შეძლებოდათ, თუმცა ფორმალურად პარამეტრებში ბავშვებიც ჯდებოდნენ.

1913 წლის იანვარში მისის და მისტერ ბიგლმა, სასოფლო ფოსტით შვილიშვილი ბებიას გაუგზავნეს. გზავნილი მათ 15 ცენტი დაუჯდათ (მარკის საფასური), ამავდროულად ტვირთი 50 დოლარით იყო დაზღვეული. ეს არ ყოფილა არც პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევა ბავშვის ფოსტით გადაყვანისა. 1913 წლის 27 იანვარს სავისებმა პაინ ჰოლოუდან, პენსილვანიიდან, გაუგზავნეს ხელწერილი თავიანთ ქალიშვილთან ერთად ვინმე ჯეიმს ბაიერლის შარპსვილში, იმავე შტატში. გოგონა იმავე დღეს მიიყვანეს დანიშნულების ადგილამდე. მშობლებს გზავნილი 45 ცენტი დაუჯდათ.

1914 წელს ამერიკის მთავარმა პოსტმეისტერმა, გენერალმა ალბერტ სიდნეი ბერლისონმა გამოსცა ბრძანება, რომელიც უბრალო პოსტმეისტერებს უკრძალავდა ბავშვების გაგზავნაზე მოთხოვნის მიღებას. მაგრამ ამერიკელები კანონს არღვევდნენ და განაგრძობდნენ ბავშვების აქეთ-იქით გზავნას, ჩვილებსაც კი.

1920 წლის 13 ივნისს კი გაჟღერდა საგანგებო დირექტივა, რომლის მიხედვითაც ამიერიდან ბავშვების ფოსტით გაგზავნაზე ოცნებაც აღარ ღირდა. ამ თარიღის შემდეგ ფოსტით გაგზავნილი ადამიანი ამერიკაში აღარავის უნახავს.


ჩვენი თანამედროვე საუკუნე უამრავ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ რაც შეიძლება მეტი დრო და ენერგია დავზოგოთ სხვადასხვა სახის პრობლემების მოგვარებისას. მაგალითად, როდესაც მოგეწონებათ ამერიკული ბრენდის ნივთი, შეძლებთ მის შეძენას სახლიდან გაუსვლელად, როდესაც მოგშივდებათ და პიცას ისურვებთ ან სუშის პირდაპირ სახლში მოგართმევენ, ისწავლით ნებისმიერ საგანს, მიიღებთ პასუხს ნებისმიერ შეკითხვაზე, როდესაც თანხის სესხება დაგჭირდებათ, სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ მის მიღებას. როგორ? ონლაინ სესხების დახმარებით. ეწვიეთ ვებ-გვერდს, შეავსეთ განაცხადი და მიიღეთ თანხა პირდაპირ საბანკო ბარათზე, ამისთვის თქვენ აღარ მოგიწევთ ადგილსამყოფელის შეცვლა, უბრალოდ მოიმარჯვეთ სმარტფონი ან ნებისმიერი სხვა დივაისი, რომლითაც ვებ-გვერდებს გახსნით და გათავისუფლდით სტრესისგან. მეტი კომფორტისთვის შეგიძლიათ mome.ge -ს ეწვიოთ. ეს არის სწრაფი ონლაინ კრედიტების კატალოგი, რომელიც ერთ სივრცეში წარმოგიდგენთ თითქმის ყველა სწრაფ სესხს. ეს შესაძლებლობას მოგცემთ გაფილტროთ ისინი, შეადაროთ მათი პირობები ერთმანეთს და ასე შეარჩიოთ საუკეთესო.

წყარო: i-fakt.ru