onlain sesxebi - ყველა

რატომაა ხანდახან უმოქმედობა მოქმედებაზე უკეთესი?

რატომაა ხანდახან უმოქმედობა მოქმედებაზე უკეთესი?თავს უფლება მიეცით, უსაქმურად იჯდეთ და სინდისის ქენჯნამ არ შეგაწუხოთ. ამან შეიძლება კარგი შედეგი მოიტანოს.

ახალგაზრდა ნიანგმა ერთხელ მოხუცს ჰკითხა, როგორ იქცა იგი მდინარეში ყველაზე საზარელ მონადირედ. მოხუცი ნიანგი არ პასუხობდა, აგრძელებდა თვლემას წყალში. ახალგაზრდამ გადაწყვიტა ეჩვენებინა თავისი შესაძლებლობები: მთელი დღე წყალში გაატარა, დაიჭირა ორი თევზი და პატარა ყანჩა. განძთან ერთად ამაყად გაეშურა მოხუცისკენ.

ის ჩვეულებისამებრ არ განძრეულა, მაგრამ ახლა მისგან სულ რაღაც რამდენიმე სანტიმეტრში იდგა დიდი ანტილოპა. ერთ წამში ელვასავით ეცა ცხოველს ყელში. "ეს როგორ გააკეთე?" - კითხა გაოცებულმა ახალგაზრდამ. "მე უმოქმედოდ ვიყავი", - უპასუხა მოხუცმა.

ჩვეულებრივ ჩვენ ახალგაზრდა ნიანგივით ვიქცევით: გვგონია, რომ შედეგის მისაღებად აუცილებლად რაიმე უნდა გავაკეთოთ.

გვეჩვენება, რომ წარმატების მისაღწევად მუდამ უნდა ვიმუშაოთ, ვაშენოთ, მოვიგონოთ რაღაც ახალი. მაგრამ საქმიანობა და წარმატება არ ისე მსგავსი ორი რამეა.

ახლა უსაქმურობაზე გაფიქრებაც კი გვაშინებს. ხალხს ვაფასებთ იმის მიხედვით, თუ რამდენ საათს მუშაობენ და რამდენად დაკავებულები არიან. დაკავებულობა გადაიქცა სტატუსისა და წარმატების სიმბოლოდ. მაგრამ ადრე თუ გვიან ყველანი ვფიქრდებით, რა არის ჩვენი მიზანი: ვიყოთ რაც შეიძლება დაკავებული თუ რაც შეიძლება მეტი შევიტანოთ ჩვენს საქმეში? ამიტომაც ბევრი მწარმოებელი და მეცნიერი რეგულარულად უთმობს დროს არაფრის კეთებას.

როცა ბილ გეითსი Microsoft-ს ჩაუდგა სათავეში, წელიწადში ორჯერ იღებდა ერთ კვირას საფიქრელად. ეს არ იყო შვებულება,ა რამედ დრო, რათა ეფიქრა, ეკითხა და ბიზნესის წარმართვისგან ცოტა ხნით დაესვენა. გეითსი იმდენად სერიოზულად ეკიდებოდა თავის საფიქრალ კვირებს, რომ ამ დროში არ ნახულობდა არც ოჯახს, არც მეგობრებს და არც თანამშრომლებს.

გეითსის სიტყვებით, Microsoft-ის წარმატების დიდი ნაწილი დაფუძნებულია იდეებზე, რომლებიც მის თავში უმოქმედობისას ჩნდებოდა.

არ არის აუცილებელი თქვენც ერთი კვირით მოწყდეთ ოჯახსა და მეგობრებს. ცოტას თუ ექნება ერთი კვირა არაფრის კეთების შესაძლებლობა. უფრო მარტივად მიუდექით: დასვენების დღეებში უარი თქვით ყველა ელექტრონულ მოწყობილობასა და ტექნოლოგიაზე. გამორთეთ ტელეფონი და ნოუთბუქი და შეინახეთ კარადაში. მთელი ძალით ეცადეთ არ უყუროთ ტელევიზორს.

მიეცით თავს შესაძლებლობა დაივიწყოთ ყოველდღიური უფასურობებზე, მოიფიქროთ ახალი იდეები ან გაიხსენოთ ძველი. შესაძლოა, ამ სავარჯიშოთი მოხუც ნიანგზე არანაკლებ წარმატებას მიაღწიოთ.

წყარო: lifehacker.ru