onlain sesxebi - ყველა

ვინც ფლობს ინფორმაციას - ის ფლობს სამყაროსაც

ვინც ფლობს ინფორმაციას - ის ფლობს სამყაროსაც
შეიძლება იფიქროთ, რომ მსგავსი გამონათქვამი ჩვენს კომპიუტერული ტექნოლოგიებით სავსე საუკუნეში გაჩნდა, ეს საერთოდ არ არის სიმართლე. ეს ფრაზა რამდენჯერმე წარმოთქვა როტშილდთა დინასტიის დამაარსებელმა - მაიერ ამშელმა.

ბავშვობაში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს ობოლი ბიჭი მთელ ფინანსურ იმპერიას შექმნიდა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდებოდა. მისი მამა ამშელ მოზეს ბაუერი ფლობდა მცირე გადამცვლელ ოფისს, რომლის შესასვლელსაც წითელი აბრა ამშვენებდა. 1754 წელს ამშელ მოზესი გარდაიცვალა, მალე კი მისი ცოლიც აღარ იყო. მათი 11 წლის შვილი მაიერ ამშელი ობოლთა უფასო სკოლაში გაიგზავნა, სადაც, სიმართლე ვთქვათ, მთლად კარგადაც არ უსწავლია. მამამისის მაგალითზე, ის ნუმიზმატიკამ გაიტაცა - ეძებდა ძველ მონეტებს და კოლექციონერებს ჰყიდდა.

რამდენიმე წლის შემდეგ ახალგაზრდამ საკუთარი ანტიკვარული მაღაზია გახსნა, შემდგომში კი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფინანსისტი გახდა. ამავე დროს შეიცვალა გვარი ბაუერიდან როტშილდზე. რატომ როტშილდი? იდიშიდან თუ გადმოვთარგმნით, ის ნიშნავს "წითელ აბრას". სწორედ წითელი აბრა ამშვენებდა მამამისის ოფისს.

მაიერ ამშელ როტშილდი 1812 წლის 19 სექტემბერს გარდაიცვალა, ხუთ შვილს კი დაუტოვა მრავალმილიონიანი ქონება და მამისეული დანაბარევი: "ვინც ფლობს ინფორმაციას - ის ფლობს სამყაროსაც". და ეს არ ყოფილა უბრალო სიტყვები, უფროსი როტშილდის რჩევა მისმა შვილებმა უკვე რამდენიმე წლის სემდეგ გამოიყენეს.

1814 წელს საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ ბონაპარტი კუნძულ ელბაზე გააძევეს, საიდანაც მალევე გაიპარა და წარმატებით დაიბრუნა ძალაუფლება. აჯანყებული იმპერატორის წინააღმდეგ ევროპელ მონარქთა კოალიცია შეიკრა, 1815 წლის 18 ივნისს კი მოხდა საბედისწერო ბრძოლა ვატერლოოსთან. მაშინ თანამედროვე საინფორმაციო საშუალებები, რა თქმა უნდა, არ არსებობდა, ბრძოლის შედეგი ევროპის დედაქალაქებში მხოლოდ რამდენიმე დღეში შეიტყვეს. აი როტშილდებს კი, მშვენიერი აგენტების ქსელი ჰქონდათ მთელი ევროპის მასშტაბით. მათ ნაპოლეონის დამარცხება სხვებზე ბევრად ადრე შეიტყვეს.

1815 წლის 20 ივნისს როტშილდების ერთ-ერთი ძმა, ნათანი, საშინელი სახით გამოვიდა ლონდონის ბირჟაზე და სასწრაფოდ ობლიგაციების გაყიდვა დაიწყო. ობლიგაციების მყიდველთა რაოდენობა ცოტა იყო - ყველა მაშინვე მიხვდა, რომ ინგლისელები ბრძოლაში დამარცხდნენ, შესაბამისად ობლიგაციებისგან უნდა გათავისუფლებულიყვნენ, ყველამ მისი გაყიდვა დაიწყო, მალე კი ფასი ჩალისას გაუტოლდა.

აი როტშილდების აგენტებს კი დრო ტყუილად არ დაუკარგავთ, ობლიგაციებს მინიმალურ ფასში ყიდულობდნენ. შემდეგ დღეს მოვიდა ინფორმაცია, რომ ნაპოლეონი ვატერლოოში გაანადგურეს. რა თქმა უნდა, ინგლისური ობლიგაციების ფასი მაშინვე ავარდა, მათი დიდი ნაწილი კი უკვე როტშილდებს ჰქონდათ. ერთ დღეში ფინანსური მაგნატების კლანის სუფთა მოგებამ 200 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა. მამის დანაბარევი ძალიან გამოადგათ.


დღესდღეობით კაპიტალისტური სამყარო სულ უფრო კაპიტალისტური ხდება. სულ უფრო მეტი რამ ხდება ფინანსებზე დამოკიდებული. სამწუხაროდ ფინანსური პრობლემებიც ხშირად იჩენს თავს, რომლის მოგვარებაშიც სხვადასხვა სახის სერვისების გამოყენება შეგვიძლია. დღეს წარმოგიდგენთ ერთ-ერთ ასეთ ონლაინ სერვისს, რომელსაც ონლაინ სესხების სახელით ვიცნობთ. ეს არის უნიკალური სერვისი, რომელსაც მნიშვნელოვნად შეუძლია ჩვენი დროითი რესურსების დაზოგვა, რაც ცალსახად გვიქმნის მაქსიმალურ კომფორტს. წარმოიდგინეთ, რომ თანხის სასესხებლად აღარ დაგჭირდებათ სხვა ადამიანების შეწუხება. მოიმარჯვეთ სმარტფონი და მოითხოვეთ სასურველი თანხა სახლიდან გაუსვლელად. დადებითი პასუხის შემთხვევაში მოთხოვნილი თანხა პირდაპირ საბანკო ანგარიშზე ჩაგერიცხებათ. ეს ყველაფერი ეფექტური იქნება მაშინ, როდესაც საგულდაგულოდ შეარჩევთ სესხის გამცემ ორგანიზაციას. ამაში ყველაზე უკეთ mome.ge დაგეხმარებათ. ეწვიეთ ჩვენს ონლაინ კატალოგს, დამოუკიდებლად, ყოველგვარი რეკლამის გარეშე შეადარეთ სხვადასხვა სესხები ერთმანეთს და აირჩიეთ მხოლოდ საუკეთესო. რაც უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებთ და მაქსიმალური ყურადღებით გაეცნობით დეტალებს, მით უფრო კმაყოფილი დარჩებით. შეადარეთ მომეზე და აირჩიეთ საუკეთესო!

წყარო: i-fakt.ru