onlain sesxebi - ყველა

ის, რაც აქამდე დოლარზე არ იცოდით

ის, რაც აქამდე დოლარზე არ იცოდით
დოლარის ყიდვა არამხოლოდ გადამცვლელ პუნქტში შეიძლება
ადამიანთა უმეტესობა ვალუტას გადამცვლელ პუნქტებში ყიდულობს. ეს მოსახერხებელია, რადგანაც ისინი ქალაქების ცენტრალურ ქუჩებსა და ბანკებშია განთავსებული, მაგრამ უსარგებლოა - კურსი ბირჟის ფასისაგან შეიძლება რამდენიმე თეთრით განსხვავდებოდეს.

დიდი თანხის ყველაზე ხელსაყრელად მიღებისთვის ბირჟა უნდა გამოიყენოთ. იქ დოლარები ლოტებად იყიდება, თითოეული $1000-სგან შედგება. ყიდვის შემდეგ ვალუტას მარტივად გადარიცხავთ საბანკო ანგარიშზე და გაანაღდებთ.

დოლარის შეძენა დასვენების დღეებში არამომგებიანია
უფრო სარგებლიანი კურსი გამცვლელ პუნქტებში სამუშაო დღეებში გვხვდება, ბირჟების მუშაობის დროს. დანარჩენ დროს, როგორც წესი, კურსი მაღალია. ეს ხდება რისკების დასაზღვევად: ბანკებმა არ იციან, როგორი იქნება კურსი შემდგომი ვაჭრობისას, ამიტომ ყოველი შემთხვევისთვის უფრო მაღალ კურსს აყენებენ.

დოლარი 1961-92 წლებში რუბლზე იაფი ღირდა
ამ პერიოდში დოლარის ოფიციალური კურსი 54-90 კაპიკი იყო, თუმცა ვალუტის ყიდვა შეუძლებელი იყო. რეალური კურსი "შავ ბაზარზე" რამდენჯერმე მაღალი იყო ოფიციალურზე. საბჭოთა კავშირში ხალხს უკრძალავდნენ ფულის გაცვლას, ეს უტოლდებოდა დანაშაულს, რომელიც თავისუფლების აღკვეთით და სიკვდილითაც კი ისჯებოდა. საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შემდეგ კი უკვე ყველას თავისუფლად შეეძლო უცხოური ვალუტის შეძენა.

საზღვარგარეთ დოლარების ნებისმიერი რაოდენობის გატანა შეიძლება
თუმცა წესებს უნდა მივყვეთ. თავისუფლად შეგვიძლია 10 000$ გავიტანოთ. თუ თანხა მეტია, აუცილებელია ეს ეროვნული ბანკის მონიტორინგის ქვეშ მოხდეს, უნდა შეივსოს დეკლარაცია საბაჟოზე. თუ 10 000$-ზე მეტს ყველანაირი პროცედურის გარეშე გაიტანთ, დაგეკისრებათ 3000 ლარამდე ჯარიმა, გატანილი ფული კი მთლიანად ჩამოგერთმევათ.

ფულს, რომელიც ბარათზე გაქვთ, არც ერთ შემთხვევაში ემუქრება რამე. ანგარიშზე 100 000$-იც რომ გქონდეთ, ფორმალურად ის საზღვარს არ კვეთს.

შეგიძლიათ უფასოდ იხილოთ, როგორ იბეჭდება დოლარები
აშშ-ს ფედერალურ სარეზერვო სისტემას (ცენტრალურ ბანკს) ეკუთვნის 12 რეგიონალური ბანკი, რომელიც შეისწავლის კომერციული ბანკების მოთხოვნილებას ნაღდ ფულში. ისინი მათ გამოუყოფენ ნაღდ ფულს, იღებენ ნარჩენებს, იღებენ ძველ ან დაზიანებულ ბანკნოტებს ბრუნვიდან და უკვეთავენ ახალი კუპიურებისა და მონეტების ჩანაცვლებას.

ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოხვდეს ზოგიერთ ფაბრიკაში, სადაც ბეჭდავენ ფულს, მაგალითად ვაშინგტონში. ტურები უფასოდ ხორციელდება და არ მოითხოვს წინასწარ ჩაწერას.

წყარო: sravni.ru