onlain sesxebi - ყველა

აირჩიეთ საყვარელი ჟანრი, ჩვენ კი თქვენს ხასიათზე გიამბობთ

აირჩიეთ საყვარელი ჟანრი, ჩვენ კი თქვენს ხასიათზე გიამბობთ

მისტიკა
თქვენ მეოცნებე ხართ, ოდნავ პესიმისტი და მიმნდობიც. გიყვართ იქითა სამყაროზე ფიქრი. ნაწილობრივ, მისტიკური ფილმების მოყვარულები ოდნავ ნევროტულები არიან და ობესიურ კომპულსიური აშლილობის სიმპტომებიც აღენიშნებათ.

თრილერი/საშინელებათა
ამ ჟანრის მოყვარულები უმეტესად მშვიდნი და რბილნი არიან, უბრალოდ ცხოვრებაში ადრენალინი არ ჰყოფნით. თუმცა არსებობენ ნევროტულები, რომლებიც პრობლემებს საშინელებათა ფილმების მეშვეობით გაურბიან და პარალელს თავიანთ თავებსა და მთავარ გმირს შორის ავლებენ.

ფანტასტიკა
თქვენ ხართ "ადამიანი - ფანტასტი". გიყვართ იმაზე ფიქრი, თუ როგორი იქნება სამყარო მომავალში, როგორ შეიცვლება ყველაფერი, როგორ კვალს დატოვებთ თქვენ. ფანტასტიკის მოყვარული ადამიანები უფრო კრეატიულები და გამჭრიახები არიან, მაგრამ ნაკლებაც ექსტრავერტულები. თქვენ უფრო თავშეკავებული ხართ და ძალიან გიყვართ "ღრუბლებში ტივტივი".

დრამა
დრამა უყვართ მგრძნობიარე და გულღია ადამიანებს. ისინი სენტიმენტალურები და ამბიციურები არიან, არ უყვართ დამორჩილება, ენერგიულები, მოქნილები და შრომისმოყვარეები არიან.

კომედია
თქვენ ძალიან მხიარული ხართ. დიდი ალბათობით კეთილიც, გულწრფელი და ჰარმონიული. არ გიყვართ სისულელის გამო ტანჯვა, თქვენი არჩევანი აქტიური ცხოვრებისეული პოზიციაა. სწორედ ასეთ ადამიანებს უწოდებენ "კომპანიის სულს". გარდა ამისა, თქვენ ძალიან ორიგინალური და არაპროგნოზირებადი ხართ.

დეტექტივი
დეტექტივის ჟანრი ძალიან მაღალი თავმოყვარეობის მქონე ადამიანებს მოსწონთ, და ეს თვითშეფასება აბსოლუტურად გამართლებულია. თქვენ ფლობთ კარგ წარმოსახვას, სკეპტიკურ და გონებას, ყოველთვის ახერხებთ დაწყებულის ბოლომდე მიყვანას და გიყვართ ახლის გაგება.

რომანტიკული მელოდრამა
ასეთი ფილმები უყვართ ემოციონალურ რომანტიკოსებს, რომელთაც ყველაფრის გულთან ახლო მიტანა ახასიათებთ. ისინი კომუნიკაბელურები, პასუხისმგებლიანები და ოდნავ პესიმისტურები არიან. გარდა ამისა, ფილმები happy end-ით მოსწონთ ნევროტიკებს, რომლებიც ცდილობენ დაძაბულობისა და განგაშისგან გათავისუფლდნენ.

სათავგადასავლო/ბოევიკი
იმპულსურობა და კარგი ინტუიცია - ამ ჟანრის მოყვარულთა ორი მთავარი თვისება. თქვენ მიმწოლი ხართ, არ შეგიძლიათ, როცა ვიღაც ზეწოლას ახდენს, გიყვართ გეგმის მიხედვით მოქმედება და ცხოვრების აზრზე მსჯელობა.

წყარო: onedio.ru