onlain sesxebi - ყველა

6 მავნე ჩვევა, რომელიც 30 წლამდე უნდა მოიშოროთ

6 მავნე ჩვევა, რომელიც 30 წლამდე უნდა მოიშოროთ

1. დასვენების დღეების მოლოდინში ცხოვრება
სამსახურის შემდეგ საღამოს რაიმე საინტერესო დაგეგმეთ. გაიჩინეთ ჰობი, შეხვდით მეგობრებს, უბრალოდ მოწყდით რუტინულ საქმიანობას. მაშინ სამუშაო დღეები შეწყვეტს დასვენების დღეებამდე უსასრულოდ გაწელვას.

2. ხანდახან, მეგობრებთან ერთად მოწევა
ჩვეულებრივ ადამიანები თავს მწეველებად არ მიიჩნევენ, თუ ყოველდღე არ ეწევიან. და თუ თქვენ ამას ხანდახან მაინც აკეთებთ, გიმაღლდებათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და სიმსივნის გაჩენის რისკი, რომ არაფერი ვთქვათ უბრალოდ ცუდ სუნზე, დაბერებულ კანსა და წყალში გადაყრილ ფულზე.

3. ყავლგასულ მეგობრობაზე ჩაბღაუჭება
ჩვეულებრივ, რაც უფრო ახლოს ვართ 30 წელთან, მით უფრო ნაკლები გყავს მეგობარი. თანაკლასელებთან და თანაჯგუფელებთან ურთიერთობა თანდათან მიიწურება, და ამას უნდა შეეგუოთ. თავს ნუ დაიდანაშაულებთ. ენერგია და დრო დახარჯეთ მათზე, ვისაც ნამდვილად აფასებთ და თავადაც გაფასებთ.

4. არეული ძილის რეჟიმი
ადამიანების უმეტესობა ყოველდღე სხვადასხვა დროს წვება დასაძინებლად, უფრო ხშირად გვიან. ეს ცუდად აისახება ძილის ხარისხზე. შეიმუშავეთ შესაფერისი რეჟიმი და მიჰყევით მას.

5. რაღაცის გაკეთება მხოლოდ იმიტომ, რომ თითქოს ვალდებული ხართ
ცხოვრება მეტად მოკლეა იმისთვის, რომ დრო თქვენთვის არასასურველ საქმეებზე დახარჯოთ. მაგალითად, არ ღირს ღონისძიებებზე და წვეულებებზე სიარული მხოლოდ იმიტომ, რომ თითქოს ვიღაცამ ან რაღაცამ დაგავალდებულათ იქ ყოფნა.

6. მოდურ დიეტებზე ჯდომა
ჯობს მუდამ სწორად იკვებოთ. შესაძლოა, საახალწლო დღესასწაულზე რამდენიმე კილოგრამი მოიმატოთ, თუმცა შემდეგ ამას დიდი გაჭირვების გარეშე მოიშორებთ. დიეტით კი უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ ავნებთ ისედაც მრავალჯერ ნატანჯ ორგანიზმს.

წყარო: lifehacker.ru