onlain sesxebi - ყველა

რატომ არ ვწვებით დასაძინებლად, მაშინაც კი, თუ ეს ჩვენც ძალიან გვსურს

რატომ არ ვწვებით დასაძინებლად, მაშინაც კი, თუ ეს ჩვენც ძალიან გვსურს
რა არის გაჭიანურება ძილის წინ
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს პრობლემა პრობლემაც არაა. მერე რა, გვიანობამდე შემორჩი ინტერნეტთან ან გადაწყვიტე აუცილებლად დაგესრულებინა საყვარელი სერიალის მორიგი ეპიზოდი. არა უშავს, ხვალ 10 საათზე დაწვები დასაძინებლად.

საქმე იმაშია, რომ თქვენი დაპირება არ შესრულდება. ეს გაჭიანურება კიდევ განმეორდება.

ჰოლანდიელმა მეცნიერებმა 2 400 ადამიანი გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ 53% ყოველთვის დაგეგმილზე გვიან წვებოდა, კვირაში ორჯერ მაინც. გაჭიანურებას მაშინაც კი განიცდიდნენ, როცა, თითქოს, მკაცრად ჰქონდათ გადაწყვეტილი დაძინება.

რა არ გვაძლევს დასაძინებლად წასვლის საშუალებას
მეცნიერებმა კვლევის ყველა მონაწილის პროფილი გააანალიზეს, რათა ეპოვათ ის განსაკუთრებულობები, რომლებიც მათ აერთიანებდათ. ასეთი ორი რამ აღმოჩნდა:

1. "ბუ-ს" ქრონოტიპი
სამუშაო კვირის დასაწყისში - ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს - ბუები გაჭიანურების სინდრომით უფრო ხშირად იტანჯებიან, ვიდრე ტოროლები. ამ ფაქტის ასახსნელად მეცნიერებმა ასეთი ვერსია წარმოადგინეს. ბუები მშვენივრად გამოიძინებენ დასვენების დღეებში, შემდეგ კი არ ესმით, რატომ უნდა დაწვნენ ადრე. მათი ორგანიზმი უიქენდსაა მიჩვეული და ადრე დაძინების საშუალებას არ აძლევთ.

2. თვითკონტროლის დაბალი დონე
რაც უფრო მეტი ცდუნებისგან უწევს თავის დაღწევა დღის განმავლობაში, მით მეტად უნდა ეჭიროს საკუთარი თავი ხელებში. საღამოს კი დიდია ალბათობა, რომ კონტროლს დაკარგავს და ძილის გადადება მოუწევს.

მაინც როგორ დავწვეთ დაგეგმილ დროს?
რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მთელი შაბათი ღამე გაათენოთ, რადგან კვირას, დილით, აუცილებლად მოასწრებთ გამოძინებას, თუმცა მუდმივი ასეთი მოქმედება თქვენს ორგანიზმს აზიანებს. ძილის გაჭიანურებისგან თავის ასარიდებლად ძილის სწორი რეჟიმი უიქენდზეც უნდა შეინარჩუნოთ.

ასევე ეცადეთ, რუტინული საქმეები, როგორიცაა: ძაღლის გასეირნება, სარეცხის გარეცხვა, ნივთების ჩალაგება, ჭურჭლის გარეცხვა, დაბანა და კბილების გახეხვა სხვა დროისთვის გადადოთ. თქვენ იმდენად გეზარებათ ამ საქმეების შესრულება, რომ მათთან ერთად ნელ-ნელა გადადებთ ძილსაც.

თუ ოდესმე მოულოდნელად თანხის სესხება დაგჭირდებათ, დღეიდანვე იცოდეთ, რომ ნერვიულობა აღარ მოგიწევთ, რადგან ბაზარზე არსებობს სწრაფი ონლაინ სესხი-ს სერვისი, რომელიც უმოკლეს დროში შეძლებს მხარდაჭერას, მაშინ როდესაც ყველაზე მეტად დაგვჭირდება. ონლაინ სესხები დღეს საკმაოდ ფართოდ გავრცელებული თემაა, თუმცა ბევრი მათ მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი, რადგან ან არ უგრძვნიათ აღნიშნული სერვისის ბენეფიტები ან უბრალოდ არასწორად შეარჩიეს სესხი. წარმოიდგინეთ რამხელა კომფორტია, როდესაც აღარ გიწევს დროისა და ენერგიის დახარჯვა ფილიალებში სირბილში, რიგებში, ბიუროკრატიაში, ახლა ყველაფერი ონლაინ ხდება. მონიშნეთ სასურველი თანხა, პერიოდი და დააჭირეთ სესხის აღებას, სისტემა ავტომატურად გადაგიყვანთ რეგისტრაციის ველზე, რომელშიც მხოლოდ რამდენიმე სავალდებულო საინფორმაციო გრაფაა შესავსები. დადებითი პასუხის შემთხვევაში პირველ ჯერზე 1 თეთრის გადარიცხვა მოგიწევთ რათა თქვენი იდენტიფიკაცია მოხდეს და დამტკიცებული თანხა საბანკო ბარათზე აგესახოთ. თუ გსურთ, რომ ფინანსურად ძლიერი იყოთ ეწვიეთ mome.ge - ს, შეადარეთ ონლაინ სესხები ჩვენთან და აირჩიეთ საუკეთესო.

წყარო: lifehacker.ru