onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები ეიფელის კოშკზე

საინტერესო ფაქტები ეიფელის კოშკზე

ეიფელის კოშკი პარიზში ფრანგული რევოლუციისადმი 1889 წელს მიძღვნილი საერთაშორისო გამოფენისთვის აშენდა და სახელი მისი შემქმნელის, ინჯინერის, ეიფელ ალექსანდრ გუსტავის საპატივცემულოდ ეწოდა.

კოშკის სიმაღლე 300 მეტრია. როცა ის შენდებოდა, უამრავი სპეციალისტი ამტკიცებდა, რომ ჩამოიშლებოდა. ერთ-ერთი დამაჯერებელი არგუმენტი მშენებლობის წინააღმდეგ იყო მისი "უსარგებლობა". ახლა კი ეიფელის კოშკი პარიზს რადიო და სატელევიზიო ანტენად მშვენივრად ემსახურება.

ათგრადუსიანი ყინვისას ეიფელის კოშკი 17 სანტიმეტრით მოკლეა, ვიდრე ცხელი ამინდისას. ეს ტემპერატურის ცვლისას მეტალის შეკუმშვა-გაფართოების თვისებით აიხსნება.[/b]

წყარო: i-fakt.ru