onlain sesxebi - ყველა

როგორ მივაღწიოთ წარმატებას და ამავდროულად დავრჩეთ წესიერ ადამიანებად

როგორ მივაღწიოთ წარმატებას და ამავდროულად დავრჩეთ წესიერ ადამიანებად

წესი პირველი: აირჩიეთ სწორი წრე
როცა მუშაობას ახალ ადგილას იწყებთ, კარგად დააკვირდით კოლეგებს, რადგან დიდია ალბათობა, რომ თქვენ დაემსგავსებით მათ, და არა ისინი თქვენ. თქვენ მათ ვერ შეცვლით. თუ ისინი არ მოგწონთ, მაშინ აქ დიდხანს ვერ გაჩერდებით.

შეუფერებელმა სამუშაო გარემომ შეიძლება უარესი მხრით შეგცვალოთ და უბედურად გაქციოთ. კვლევები ამტკიცებს, რომ უწესრიგობა გადამდებია. იმის დანახვაზე, რომ სხვები უღირსად იქცევიან, წესების დარღვევას ჩვენც ვიწყებთ.

საბედნიეროდ კოლექტივის გავლენა ორივე მხარეს თანაბრად ვრცელდება. როცა კარგ წრეში ვხვდებით და ვხედავთ, როგორ ღირსეულად იქცევიან ადამიანები, ჩვენც ალტრუისტულად განვეწყობით.

წესი მეორე: პირველი წადით თანამშრომლობაზე
საკვანძო როლს თანამშრომლობის ჩამოყალიბებაში თამაშობს გულითადი ჟესტი - დახმარების შეთავაზება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყოველ შემხვედრს ოცლარიანი უნდა მისცეთ. დახმარება და სიკეთე შეიძლება სულ მცირეც კი იყოს.

წესი მესამე: გახსოვდეთ: თავის მიძღვნა არა სიკეთის, არამედ სისულელის ნიშანია
გარშემომყოფების ნდობა მთლიანობაში უფრო ეფექტურია. შეუძლებელია თქვა, რამდენად წარმატებული იქნება თანამშრომლობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თუმცა უფრო ხშირად მოიგებთ, ვიდრე წააგებთ. კვლევის რეზულტატებმა აჩვენა, რომ წარმატებული ადამიანები გარშემომყოფებს არა 100%-ით, არამედ მხოლოდ 80%-ით ენდობიან!

წესი მეოთხე: იშრომეთ დაუღალავად, თუმცა ისე, რომ ეს შეამჩნიონ
რისი სწავლა შეგვიძლია თავხედი ეგოისტებისგან ისე, რომ არ გავუტოლდეთ? მათ არ რცხვენიათ საკუთარი პროგრესის ფორსირება. ისინი თავს არეკლამებენ და საკუთარი თავისთვის სარგებლიან პირობებზე თანხმდებიან. ისინი ცდილობენ გამოჩნდნენ. თქვენც შეგიძლიათ ეს გააკეთოთ, ისე, რომ მათ არ დაემსგავსოთ.

დაუღალავი შრომა არ კომპენსირდება, თუ ხალხმა არ იცის, ვინ უნდა დააჯილდოვოს.

წყარო: lifehacker.ru