onlain sesxebi - ყველა

რა უნდა გააკეთოთ, თუ ახლანდელი სამსახური არ მოგწონთ

რა უნდა გააკეთოთ, თუ ახლანდელი სამსახური არ მოგწონთ
მუშაობის დაწყებიდან ხუთი დღე
ხშირად, უკვე პირველ დღეებში ხვდებით, რომ სამსახური არ მოგწონთ. ეს ხდება გარემოების მკვეთრი ცვლილების გამო. თქვენ ახალ სამსახურს ძველს ადარებთ და სწრაფად პოულობთ ნაკლებს, რომლებზეც აქამდე არ გაგიმახვილებიათ ყურადღება, აქ გადმოსვლისას მხოლოდ იმ უკეთესობებზე ფიქრობდით, რომლებსაც ხედავდით.

ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია პლიუსებზე კონცენტრირება. შესაძლოა ძალისხმევა დაგჭირდეთ. ამ პერიოდში გჭირდებათ მოთმინება და ჯანსაღი შეხედულება საგნებზე. ენერგია მშვიდობიანი გზისკენ მიმართეთ. მალე მიხვდებით, იყო თუ არა ეს ემოციების ბრალი თუ რეალური პრობლემების ნიშანი.

ხუთი კვირის შემხდეგ
თუ შეცდომას მხოლდო ხუთი კვირის შემდეგ მიხვდით, დაადგინეთ, რა იყო იმედგაცრუების წყარო. ყურადღება უნდა გაამახვილოთ ფაქტებზე, და არა ემოციებზე. იმედგაცრუება შესაძლოა უსარგებლო დავალებების შესრულებამ გამოიწვია, გაუგებბრობამ კოლეგებთან ან მთელი კომპანიის მუშაობით ხართ შეწუხებული.

შემდეგ გამონახეთ პრობლემის გადაჭრის სავარაუდო გზები. მაგალითად, თუ უკმაყოფილო ხართ მოცემული დავალებებით, გაარკვიეთ, რა არ გყოფნით იმისთვის, რომ უფრო მნიშვნელოვანი საქმე განდონ. იქნებ, ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ მზად არ ხართ.

თუ კოლეგები არ მოგწონთ, სცადეთ მათთან ერთად ჭიქა ყავის დალევა. გამოიჩინეთ ინიციატივა და ის დაგეხმარებათ უცხო ადამიანებთან ურთიერთობის დალაგებაში.

ხუთი თვის შემდეგ
ეს დრო საკმარისია თავის კომფორტულად საგრძნობლად. და თუ ახლაც არ მოგწონთ ახალი სამსახური, მოვიდა დრო პირისპირ დაელაპარაკოთ ხელმძღვანელს. მოუყევით მას თქვენი მუშაობის მიზნებზე და იმაზე, რისი გაკეთება გსურდათ მომავალში. განიხილეთ პრობლემები, რომლებიც მიზნების მიღწევაში გიშლით ხელს. იქნებ, მან ვარიანტები შემოგთავაზოთ.

თუ ამ სტრატეგიამაც არაფერი მოიტანა და მომდევნო თვეებშიც იგივე გაგრძელდა, ახალი ადგილი უნდა მოძებნოთ, სადაც გეცოდინებათ, რომ ყველაფერი სცადეთ.

წყარო: sravni.ru