onlain sesxebi - ყველა

ჭკვიანი ქალაქები, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ მომავალი უკვე აქ არის

სინგაპური
ჭკვიანი ქალაქები, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ მომავალი უკვე აქ არის
ეს ქალაქი პირველ ადგილს იკავებს თითქმის ყველა რეიტინგში. ის გამოირჩევა როგორც საზოგადოებრივი, ასევე პერსონალური ტრანსპორტის მოძრაობის მოწესრიგებლობით. ქუჩებში დაყენებულია ჭკვიანი შუქნიშნები, რომლებიც აანალიზებენ ტრანსპორტის ნაკადის ინტენსიურობას და ამცირებენ საცობების რაოდენობას.

სინგაპურში მოქმედებს ავტომატიზებული პარკინგის ქსელი, რომელიც აგროვებს იქ დატოვებული მანქანების რაოდენობის მონაცემს, შემდეგ კი აგზავნის სპეციალურ მობილურ აპლიკაციაზე. მოსახლეს კი შეუძლია ამ პროგრამით შეიტყოს, რომელი საპარკინგე ადგილია ქალაქში თავისუფალი.

ნიუ-იორკი
ჭკვიანი ქალაქები, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ მომავალი უკვე აქ არის
ქალაქი შედის ჭკვიანი ქალაქების სამეულში თავისი უსაფრთხოების სისტემის წყალობით. ნიუ-იორკის ქუჩებში ყველგან დამონტაჟებულია კამერები, დანერგილია სენსორების მთელი ქსელი, რომელიც ხმის მერყეობას აფიქსირებს. მაგალითად, სენსორები მომენტალურად აფიქსირებენ გასროლას და სიგნალს პოლიციაში აგზავნიან.

ქალაქში მუშაობს სისტემა BigBelly: ქუჩებში დადგმულია გადამცემებით აღჭურვილი ურნები, რომლებიც ატყობინებენ, როცა უკვე ნაგვის გატანის დროა.

ქალაქის განათებაშიც ჭკვიან ტექნოლოგიებს იყენებენ. სპეციალური სისტემა აგროვებს მანქანების ნაკადზე ინფორმაციას, რის შემდეგაც ირჩევს ნათურების მუშაობის ოპტიმალურ რეჟიმს.

ლონდონი
ჭკვიანი ქალაქები, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ მომავალი უკვე აქ არის
ლონდონი, როგორც ყველა მეგაპოლისი, საცობებითა და დაკავებული საპარკინგე ადგილებით იტანჯება. 2002 წლის სატრანსპორტო რეფორმის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ქალაქში შესვლაზე გადასახადი დაწესებულიყო, შეიქმნა ავტომატიზებული პარკინგები და მთლიანად შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის სისტემა.

როგორც სინგაპურში, ლონდონშიც შეიქმნა 2014 წელს ჭკვიანი პარკინგები. გარდა ამისა, ქალაქში მუშაობს ხანძრის გამაფრთხილებელი სისტემა SAS. მეტროში კი დაყენებულია ტემპერატურისა და ტენიანობის მაკონტროლებელი სენსორები.

ქალაქში ასევე იგეგმება ველობილიკების ქსელის აგება, რომელიც რკინიგზის მარშრუტებს გაუყვება. ეს ველოსიპედისტების უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს და დანარჩენი გზების გათავისუფლებასაც ხელს შეუწყობს.

წყარო: psm7.com