onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები ქვეყნებზე

საინტერესო ფაქტები ქვეყნებზე მსოფლიოში ყველაზე პატარა სახელმწიფო პაპის რეზიდენციაა რომში - ვატიკანში. მისი ფართობი 0,4 კვადრატული კილომეტრია, მოსახლეობა კი ათას ადამიანს არ აღემატება.

ლიხტენშტაინის სამთავრო ზუსტად ევროპის ცენტრში მდებარეობს, ავსტრიასა და შვეიცარიას შორის. სამთავროს ფართობი 157 კვადრატული კილომეტრია (თბილისის ფართობზე 5-ჯერ ნაკლები).

სამთავროს მოსახლეობა 13 600 ადამიანია. ლიხტენშტაინის დედაქალაქია ქალაქი ვადუცი. ადგილობრივი ინდუსტრიის ნამდვილი სიამაყე ხელოვნური კბილების ქარხანაა. წელიწადში აქ 60 მილიონი ხელოვნური კბილი იწარმოება. ეს რაოდენობა საკმარისია ნახევარი ევროპის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

ჰოლანდიის ტერიტორიის ორი მეხუთედი ზღვის დონეზე დაბლა მდებარეობს. ჰოლანდიურ მდინარეებს დიდი რაოდენობით შლამი ჩამოაქვს და სწორედ ამიტომ მათი არხები ზღვის დონეზე მაღლაა. სანაპირო დაფარულია ქვიშის გორაკებით, რომლებიც ქვეყანას ზღვისგან იცავს.

ნორვეგიაში მიწის მხოლოდ 4 პროცენტი მუშავდება. 24 პროცენტი ტყეებითაა დაფარული და 72 პროცენტი კი მთებს, მყინვარებსა და კლდეებს უჭირავს.

ეგვიპტის ტერიტორია თითქმის მილიონ კვადრატულ კილომეტრს უტოლდება, თუმცა ნაყოფიერი მიწა, მხოლოდ 3,5% - 34 000 კვ. კმ-ა და ეს არის ნილოსის ხეობა.

წყარო: i-fakt.ru